საქართველომ იტალია დაამარცხა!
საქართველომ იტალია დაამარცხა!
10.07.2022
ავტორი: რაგბის კავშირი

პირველად დამოუკიდებელი ქართული რაგბის 33-წლიან ისტორიაში, საქართველომ ტიერ1-ის გუნდი დაამარცხა!


ბორჯღალოსნებმა ბათუმში პირველად ითამაშეს და სამდღიანი სარაგბო ზეიმი ახალ, „აჭარაბეთ არენაზე" ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულეს. მათ იტალიას 3 ლელო (თოდუა, აბჟანდაძე 2) გაუტანეს, თედო აბჟანდაძემ და გელა აფრასიძემ მონაგარი კარში დარტყმებით გაზარდეს და 28:19 სძლიეს.


ეს იყო ამ გუნდების რიგით მეხუთე დაპირისპირება. აქამდე მასპინძელი მუდამ იტალია იყო და გამარჯვებულიც ის რჩებოდა, საქართველოში პირველი სტუმრობა კი უკვე ჩვენი გამარჯვებით დასრულდა!