
ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისური გრან სლემის შემდეგ, IJF-ის მსოფლიო ტურის ერთი, ულანბატორში გამართული ტურნირი გამოტოვეს და ბუდაპეშტის გრან სლემზე 13 ჯუდოკას, 10 ვაჟისა და 2 გოგონას შემადგენლობით ჩავიდნენ. ოქროს დაჩვეული ქართველი გულშემატკივარი, ამჯერად, მხოლოდ სამი ვერცხლის, საერთო ჯამში კი, ხუთი მედლის ამარა დარჩა. თუმცა, წლის ბოლომდე, ბევრი შეჯიბრია და ქართველი ჯოდოკები, ამ „ხარვეზის" გამოსწორებას შეეცდებიან.
ბუდაპეშტის გრან სლემზე, ოლიმპიური თამაშების შემდეგ, პირველად გამოჩდა, თანამედროვე ძიუდოს ცოცხალი ლეგენდა ტედი რინერი, რომელმაც 1/2 ფინალში ჩვენი გელა ზაალიშვილი დაამარცხა და ბუდაპეშტის გრან სლემის გამარჯვებული გახდა +100 კგ წონით კატეგორიაში. ფრაგმა ჩვენებურს სამი შიდო აჰკიდა. საბოლოოდ კი, გელა, მედლის გარეშე დარჩა, თუმცა, ბრიჯაოს მოგების შანსი ჰქონდა.
ვერცხლის მედლები კი, ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ) , რომელსაც სასტარტო შეხვედრის გარდა, ყველგან დამატებითი დრო დასჭირდა) და ვარლამ ლიპარტელიანმა (-100კგ) მოიგეს. ფინალში, სამივეც ცოტა დააკლდა. ფინალისტთაგან ორმა, ლუხუმმა და „შავიმ" დამატებით დროში წააგეს. „ლიპოს" კი, შეხვედრის დასრულებამდე, ვაზარი გაეპარა და სამწიხაროდ, მატჩის შემოსატრიალებლად დრო აღარ ეყო.
ამავე წონაში, ასპარეზობდა ონისე სანებლიძე, რომელსაც კონკრეტულად ჩვენი აზრით, რეპეშაჟიში, მასპინძელი უნგრელის სასარგებლოდ, მატჩის დასრულებამდე წამები ადრე ვაზარი წაართვეს. მანამდე კი, უნგრელს, რამდენიმე მომენტი „გაუტარეს". სამწუხაროდ ონისე მედლის გარეშე დარჩა, თუმცა სტარტი შთამბეჭდავი იპონით დაიწყო, 20 წამში, ეფექტური იპონით.
კიდევ ორი მედალი ქართლ გუნდს თემურ ნოზაძემ (-60კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (-90კგ) მოუტანეს. ბრიჯნაოს მედლისთვის თემურს რეპეშაჟიდან მოიხდა ბრძოლა, ბექამ კი, ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან დასთმო 1/2 ფინალი და მხოლოდ ბრინჯაოს მედლის შანსი დაიტოვა ამ ეტაპზე.
ასპარეზობის პირველ დღეს, (-66 კგ) ვაჟა მარგველაშვილი მედლისთვის ბრძოლას, რეპეშაჟიდან გამოეთიშა. (-81კგ) გიორგი შერაზადიშვილი, ჩვენბურმა, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილმა შეაჩერა, რომელმაც საბოლოოდ, ბრინჯაო მოიგო. ზაურ დვალაშვილი კი, რომელიც ამავე წონაში, მეორე წრიდან ჩარეთო, აზერბაიჯანელ ზელიმ ჩკაევთან დამარცხდა.
(-90 კგ) ბექა ღვინიაშვილის გარდა კიდევ ორი ქართველი ასპარეზობდა, ნიკა ხარაზიშვილი საქართველოს სახელით და გოლდენ სქორში წაგებული მატჩის შემდეგ, ტურნირს გამოეთიშა და ესპანეთის სახელით მოასპარეზე, ტრისტან მოსახლიშვილი, რომელმაც ასევე, ვერ გააღწია ფინალურ ბლოკში.
ეპანეთის სახელით მოასპარეზე კიდევ ერთი ჩვენებური, ნიკა შერაზადაშვილი რომელიც ახალ წონით კატეგორიას „ირგებს" ბუდაპეშთში, ბრინჯაოს დასჯერდა. სხვათა შორის, ნიკა ½ ფინალში, იაპონელ ჯოდოკასთან დამარცხდა, რომელმაც მოგვიანებით „ლიპოს" მოუგო. რადგან სიტყვამ მოიტანა, გეტყვით, რომ აღნუშნულთა გარდა, ტურნირზე, სხავდასხვა ქვეყნის სახელით კიდევ რამდენიმე ქართველი ჯუდოკა ასპარეზობდა.
და ბოლოს, ბუდაპეშტში, ორი ქართველი გოგონაც ასპარეზობდა. (-78 კგ) მარიამ ჭანტურია, რომელმაც ვენესუელ სპორტსმენტან ბრძოლა ტრავმის გამო შეწყვიტა (აგებდა ვაზარით) და (+78კგ) სოფო სომხიშვილი - ებრაელ სპორტსმენთან დამარცხდა და ასპარეზობას ფამოეთიაშა.





ჩვენ








