
ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ხვალინდელი მატჩის წინ პრეს-კონფერენციაზე, სლოვაკურმა კლუბმა „ჩვენები" წარმოადგინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, თან, ჩვენი ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია იახალა. გუნდის სამწვრთნელო შტაბში კი, ამ დღეს, ბევრი იყო, ხალხი, რომლებიც წლების მანძილზე ჩვენს ეროვნულ ნაკრებთან მუშაობდნენ.
„მართალი გითხრა არ მესიამოვნა ბათუმს, რომ შევხდით. უცნაური გრძნობაა, ალბათ, რაღაც სხვანაირი განწყობა იქნება ჩემი, ჯაბასი და გიორგის. თუმცა, თამაში, რომ დაიწყება მე ჩემი გუნდის ინტერესები უნდა დავიცვა და აუცილებლად, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდეთ", - ამბობს კაშო.

აჭარაბეთ არეანზე კაშომ ბოლოს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით შვედეთი დაამარცხა. ამჯერად კი, გურამ კაშია, „მოწინააღმდეგის ბანაკშია".
„ამ სტადიონზე საოცარი ატმოსფეროა. როდესაც ჩვენ აქ ბოლოს ვითამაშეთ, შვედეთის წინააღმდეგ, ტრიბუნა, გამარჯვების მოპოვებაში დაგვეხმარა. ჩვენ გუნდში გვაქვს, გადავსებული სტადიონის წინაშე თამაშის გამოცდილება, ამიტომ ან საკითხის გადაჭრა, არ უნდა იყოს რთული. ბათუმს, ძალიან კარგი ქომაგები ჰყავს", - ამბობს კაშია და დასძენს, მე ვიცი, რომ შემდგომ ეტაპზე უნდა გავიდე და ამაზე ვარ ფოკუსირებულიო.

გამოდინარე იქიდან, რომ პირველ რაუნდში, „დინამომ" გარკვეული დრო უმცირესობაში დაჰყო, კარგად ითამაშა. კაშია, დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ხაზს გაუსვამს, რომ ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მას შემდეგ მოხდა, რაც ბათუმელები, 10-ნი დარჩნენ - „მართლა ჩემი კომპლიმენტი. იმიტომ, რომ ვაკვირდებოდი, გამართული ფეხბურთი ითამაშეს. თუ შევქმნით და ხვალ, აუცილებლად შექვმნით მომენტებს, უნდა გავიტანოთ გოლი, ის რაც წინა თამაშზე გვაკლდა", - ამბობს სლოვაკთა გუნდის, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი.

კიდევ ერთი შეკითხვა, რის შესახებაც კაშოს ლაპარაკი მოუხდა გიორგი ჩაკვეტაძეა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, ტრავმისა და რიგ მომენტებში ნაკლები სათამაშო დროის მიუხედავად, თავს კარგად გრძნობს. მონაწილეობს, გუნდის ყველა ვარჯიშში და მზადაა ფიზიკურადაცო, ამბობს კაშო და დასძლენს „რაღაც იმედი, მომეცა, რომ ძველი გიო ბრუნდება". ის, რომ „სლოვანში" ის და ჯაბა კანკავა არიან, შესაბამისად, ორი კაპიტნის გვერდით, ჩაკვეს არ უნდა გაუჭირდეს. „გიოს სჭირდება დრო და რაც შეიძლება მეტი თამაში, რომ ფორმა აღიდგის და თუ ასე იშრომებს, რაც ბოლო 2 კვირაა თვალს ვადევნებთ, ის, აუცილებლად, აღიდგენს ფორმას".

სხვათა შორის, ამავე პრეს-კონფერენციის მეორე ნაწილში, ვლადიმირ ვაისი დააანონსებს, რომ ბათუმელებთან მატჩში ჩაკვეტაძე მინდორზე გამოვა. თუმცა, რა დოზით და დროით შემოუშვებს ვაისი, ჩაკვეს, ეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, არ დაუკონკრეტებია. შეგახსნებეთ, რომ ხვალ მატჩი 21:00 დაიწყება.







ჩვენ








