გეგუჩაძე და ვაისი, „პირველი გაკვეთილიდან“ დასკვნებს აკეთებენ - ახლა, საქმეა, ვისკენ იქნება იღბალი
გეგუჩაძე და ვაისი, „პირველი გაკვეთილიდან“ დასკვნებს აკეთებენ - ახლა, საქმეა, ვისკენ იქნება იღბალი
13.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, რომ დღეიდან აჭარაში წვიმა იყო დაანონსებული, ბათუმში, დილით ოდნავ მოწვიმა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩამდე, ტრადიციული ვარჯიშების წინ, ამინდი „გამოვიდა". ამინდთან ერთად, გამოვიდნენ პირატები, რომლებიც, ბათუმის „დინამოს" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მატჩის წინა ვარჯიშს, განსხვავებით მედიისგან, რომლისთვისაც 15-წუთიანი  გრაფიკი, უეფა-ს აქვს დაწესებული, გია გეგუჩაძის გუნდის ვარჯიშზე შემოვიდნენ კიდეც და მედიაზე დიდხანს დარჩნენ. თუმცა, ამაში, პირადად მე მხოლოდ, დადებითს ვხედავ და ალბათ, ეს მუხტი უნდა გახდეს, ის, რაც ხვალ, აჭარულ გუნდს, ორი რაუნდის ჯამში, შემდეგი ეტაპის საგზურს მოიტანს.




თუმცა, ბუნებრივია, მხოლოდ მე-12 მოთამაშით შორს ვერ გავალათ. ბათუმის „დინამო", ბრატისლავას „სლოვანის" წინააღმდეგ, კვლავ 11 კაცით დაიწყებს თამაშს და შეეცდება საკუთარი კედლების უპირატესობა გამოიყენოს. ეროვნული ჩემპიონატის მატჩებში, აჭარულ კლუბს, რომ ეს კარგად გამოსდის, უკვე მეორე წელია ეჭვი არავის ეპარება. ამასათან, მედიის ნაწილი, სწორედ, ბათუმელთაგან ითხოვს პრესტიჟის დაცვას.


„სკეპტიკურად არ ვარ განწყობილი ქართული კლუბების მიმართ. იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ ბათუმის „დინამო" შეეცდება ქართული ფეხბურთის პრესტიჟის დაცვას - ეს შესავლის სახით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ სათანადო სიმაღლეზე გამოვიყურებოდეთ და არა მგონია ხვალ იყოს გამონაკლისი", - ამბობს გია გეგუჩაძე, ბათუმის „დინამოს" მთავარი მწვრთნელი.





ქართული მედიის ნაწილი, რომელიც ბათუმში თბილისიდანაც მრავლად არის წარმოდგენილი შეეცადა ბათუმელთა გუნდის თავკაცი, დაერწმუნებინა, რომ ბრატისლავურ კლუბში, მღელვარებაა. „აეროპორტში დავხვდით, ვაისს და ის საშინლად ღელავდაო". მღელვარების რა გითხრათ, თუმცა, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობმა ვლადიმირ ვაისმა მატჩის წინა, ტრადიციული პრესკონფერენცია, ქართულად, მისალმებით დაიწყო.


„როდესაც საქართველოში 6 წლის წინ ჩამოვედი, სამსახურებრივად, ბათუმშიც მომიხდა ჩამოსვლა „იაშკოსთა" და დავით მუჯირთან ერთად. სტადიონის მშენებლობა, ამ მშვენიერ ქალაქში, მაშინ იწყებოდა. შესანიშნავია. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. მაშინ ბათუმი არ იყო ისეთი, როგორიც ახლაა. გიამ, გუნდში 3-4 წელი ყოფნის დროს, წარმოუდგენელი სამუშაო ჩაატარა. ბათუმმა მეორე ლიგიდან დაიწყო და შარშან, ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებს მიაღწია. კარგად ითამაშა „დინამომ" წინა კვირაშიც. ხვალ, ვიცი, რომ წარმოუდგენლად კარგი თამაში იქნება, ფანტასტიკურ ქომაგებთან ერთად და განვმეორდები, ჩამოვედი არა როგორც მტერი, არამედ, როგორც ოპონენტი მწვრთნელი და ვნახოთ, რა მოხდება ხვალ. ადვილი არ იქნება. თუმცა, მჯერა იღბლის. გვყავს კარგი მოთამაშეები, მაგრამ ვერ ვითამაშეთ ერთი კვირის წინ კარგად და ამიტომ, ეს, ხვალ უნდა გავაკეთოდ", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.




საკუთარ გუნდთან შედარებით, ვაისის აზრით ბათუმის „დინამოს" უკეთესო მდგომარეობა აქვს - ქართული გუნდი, ხომ მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატს თამაშობს, შესაბამისად ტონუსშიც არის. გუნდში, ნორმირებულ მღელვარებაზე ლაპარაკობს გია გგეგუჩაძეც.


„როგორც სამზადისს შეეფერება, მნიშვნელოვანი მატჩის წინ, თან ახალვს ალბათ, მღელვარება მცირე, მაგრამ იმედი მაქვს, თამაშის დაწყებისთანავე გაივლის. ალბათ, უფრო მეტად, ფეხბურთელებს ეხება ეს, რადგან მოედანზე, მათი საკეთებელია საქმე. ყველა ფეხბურთელი მზადყოფნაშია. მერწმუნეთ, რომ საკმაოდ მაღალი დონის გუნდებსა და ფეხბურთელებს ყოველთვის აქვთ ეს განცდა თამაშის დაწყებამდე, საკმაოდ ძლიერ ფეხბურთელებს, შეგიძლიათ ჰკითხოთ. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. რამდენად შევძლებთ ამის დაძლევას, ეს უკვე, თამაშში გამოჩნდება", - ამბობს გეგუჩაძე.




ბათუმელთა მთავარი მწვრთნელი იტყვის, რომ მის გუნდში ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია, თუმცა, გიორგი ზარია, რომელმაც ტრავმის შემდეგ, დაიწყო გუნდთან ერთად ვარჯიში, დიდი ალბათობით, ხვალ მოედანზე არ გამოვა. თუმცა, ალბათ, ისევე, როგორც მამუკა კობაძიძე („სლოვანთან" პირველ მატჩში ის გააძევეს მინდვრიდან. არ იქნება ბათუმელთა შორის არც „დინამოს" წინაშე „ვალმოხდილი" გაფრინდაშვილი, რომელიც თამაშს უცხოეთში გააგრძელებს.


და მაინც, რა მოხდება ხვალ? მაშინ, როდესაც, ბათუმის „დინამოსა" და ბრატისლავას „სლოვანს) შოროს მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. „ის, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია, ეს პირველ მატჩამდეც ვიცოდით. ყოველი ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანია,"- ამბობს გეგუჩაძე. არის თუ არა, მისი კლუბი ფავორიტი, ეს მინდორზე გამოჩნდებაო.   კი მატჩი, ხვალ, 13 ივლისს, აჭარაბეთ არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.