„გამარჯობა, once again”… და გიორგი ჩაკვეტაძე
„გამარჯობა, once again”… და გიორგი ჩაკვეტაძე
12.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„მე მართლა მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ შეგხვდეთ. ბედნიერი ვარ ვიყო აქ, წელიდანახევრის შემდეგ. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ჩემი მეორე სახლია, რადგან აქ 5 წელი ვიმუშავე. ბოდიშს ვიხდი, იმ „ფინიშისთვის", რომელიც ჩემი და ქართული ფეხბურთისთვის უიღბლო იყო, მაგრამ ეს, ფეხბურთია. ეს უკვე ისტორიაა, ახლა ქართული გუნდი, საქართველო (ამ სიტყვას ვაისი ქართულად ამბობს - სარედაქციო შენიშვნა) ძალიან კარგად თამაშობს. მე მათ წარმატებას ვუსურვებ, მთელი გულით. დღეს, მე აქ, ბრატისლავას „სლოვანთან" ერთად, მოვედი არა როგორც ოპონენტი და არა, როგორც მტერი. ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია", - იტყვის ვაისი და ამ ბოლო ფრაზას პრეს-კონფერენციის მანძილზე კიდევ რამდენჯერმე გიამეოერბს.


ჩაკვე, ვიაისის ნაკრებში ერთგვარი წარმატების ფორმულა იყო - კითხვას, ვლადიმირ ვაისს, ჩემი კოლეგა, ნანიკო ჩოკორაია უსვამს, ქართველთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის მიმართ პატივისცემას გამოხატავს და აქცენტს აკეთებს, რომ ის, აქ, ძალიან მოენატრათ. ჟურნალისტი დაინტერესდა, „სლოვანში" გოირგი ჩაკვეტაძის გამოჩენა, სათავეს, სწორედ, იმ სანაკრებო ციკლიდან ხომ არ იღებს.



რა თქმა უნდა, გიორგი ტალანტია, არა მხოლოდ ქართულ, არამედ ევროპულ საფეხბურთო სამყაროშიც. მაგრამ, ის რაც მას თავს გადახდა, ცოტა სპორტული ტრაგედიაა - მას თითქმის ორი წელი გაუცდა. ის, ჩვენ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გვინდოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. დღეს, მოხარული ვარ, რომ „ჩაკვე", ჩვენს გუნდშია. ბუნებრივია, მას არ აქვს ისეთი, სათამაშო პრაქტიკა, როგორც ადრე, თუმცა, მისთვის, არ მგონია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგან ის დიდი ტალანტია. მაშინ როცა, ის ფიზიკურად მზად არის, ის საოცარი მოთამაშეა. ვიმედოვნებ, რომ ხვალ მას ასეთს ვიხილავთ", - ამბობს ვაისი.


უეფა-ს 2022-2023 წლების  სეზონის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას, ხვალ 21:00 საათზე, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გამართავს.