
ბოლო წუთის „სენმა" კიდევ ერთი ქართული კლუბის შეხვედრაში იჩინა თავი და ბათუმის გადავსებულ აჭარაბეთ არენას დიდ ტალღდ გადაევლო. „ეს იყო ძალიან ემოციური თამაში. ცხოვრებაში ზოგჯერ და ეს მხოლოდ ფეხბურთთან მიმართებაში არა, არამედ ცხოვრებისეულად ასე ხდება.... დღეს, „დინამო" უკეთესი გუნდი იყო, ნამდვილად, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლო წუთამდე და დამატებით დროში დაუჯერებელი გოლი გავიტანეთ. ეს ჩვენთვის იყო იღბალი", - ამბობს ვლადიმირ ვაისი, რომელიც თავის სამწვრთნელი შტაბის დიდ ნაწილთან ერთად, ქართულ გუნდში მოთამაშე ბევრ ფეხბურთელს კარგად იცნობს. ალბათ, საწყენად არა, მაგრამ მაშინ, როდესაც ვაისი, ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, შემადგენლობაში ფეხბურთელების გამოძახებით, დასახელებითა და შემდეგ, „ძირითადში დაყენებით", ზოგ სხვა ფეხბურთელს ანიჭებდა უპირატესობას, დღეს კი, დიდი ალბათობით, გათვლაც, სწორედ იმ „სუსტ" მხარეებზე გააკეთა, რომელსაც ადრე თუ გვიან, ბათუმელთა თამაშში მოძებნიდა. თან სწორედ იმ ფეხბურთელთაგან, ვისაც, „ძირითადისთის" ნაკრებში არ ენდობოდა. თუმცა, კერძო საუბრებში ვაისი იტყვის, რომ „ერთი 10 ფეხბურთელი" რომ ჰყავდეს მას აჭარული გუნდიდან, ის მშვიდად მიადევნებდა თამაშს თვალყურს.

ბათუმელებმა დღეს, მოახერხეს ყველაფერი - ბურთის კონტროლი, მომენტების შექმნა, კარში დარტყმები, რომელიც ალბათ, სლოვაკთა მეკარის თავდადება, რომ არა, აუცილებლად გოლით უნდა დასრულებულიყო. თუმცა, აჭარულმა გუნდმა, დამატებითი დროის ბოლო 5 წუთში დაუშვა ორი გამოუსწორებელი შეცდომა, რაც გუნდს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშების, კონფერენს ლიგით ჩანაცვლებად დაუჯდა.
დინამოელთაგან მთელი მატჩის მანძილზე ზურიკო დავითაშვილს გამოვარჩევდით. რეალურად ფეხბურთელმა ორი გოლი (ერთი თამაშის დასაწყისში, რომელიც არ ჩათვალეს) გაიტანა. სწორედ, მან მოახერხა პირველ დამატებით ტაიმში ანგარიშის გახსნა. თუმცა, მანამდე, სტადიონი და „დინამოელები" შეხვედრის 70-ე წუთისთვის, სტუმართა კარშიარდადებულ პენალტზე აპელირებდნენ. ბათუმელთა მთავარ მწვრთნელს მატჩის შემდეგ ამ ფაქტზე ყურადღება არ გაუმახვილებია. თუმცა, არ მედიას დაუსვმას კითხვა მსაჯების შესახებ. დავითაშვილმა კი, გოლი ლადო მამუჩაშვილი ტექნიკური გადაცემის შემდეგ, 104 წუთზე გაიტანა.

„ზურიკო დავითაშვილმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. იგი დღეს ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად იყო "დინამო ბათუმში" და მას ძალიან დიდი მომავალი აქვს", - ამბობს ვაისი.
აჭარლებს კიდევ ჰქონდათ, ანგარიშის გაზრდის საშუალება, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ „სლოვანის" მეკარე ამ დღეს, მოწოდების სიმაღლეზე იყო. ბათუმის „დინამო" 1-0-ს იგებდა. თამაშის დასრულებამდე კი, სულ მცირე დრო რჩებოდა. ვერ ვიტყვით, რომ ამ დარჩენილ დროში, „დინამომ" უპირატესობა „სლოვანს" გადასცა, თუმცა, სტუმრები უკეთესები და თანაც, მწვავე იყვნენ კონტრშეტევებზე. მასპინძლებზეც დაწოლა ამ ფორმით გააძლიერეს. დიდი ალბათობით, ვაისის გათვლა უმარტივეს შეცდომაზე იყო, რომელსაც ამ რანგის შეჯიბრზე პირველად მოთამაშე გუნდი, აუცილებლად დაუშვებდა. ტიგრან ბარსეგიანმა 115-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. „დინამომ", რომელმაც დიდი ალბათობით, ჩათვალა რომ საქმე გაკეთებული იყო, ამ მომენტის შემდეგ კონცენტრაცია დაკარგა. ცოტა ალბათ, დაღლამაც იჩინა თავი, ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა ფატორმაც. აქ, უპირატესობას უკვე ვაისის გუნდი ფლობდა. მისი ყოფილი შეგირდები, საქართველოს ნაკრებიდან კი, შეხვედრის მეორე დამატებითი ტაიმის ბოლო წუთებზე შეცდომას-შეცდომაზე უშვებდნენ. თუმცა, ასეთიც არ იყო ბევრი... როცა ყველას ეგონა, რომ საქმე 11-მეტრიანებისკენ წავიდა, ბათუმელები, ბურთს, რომელიც ისედაც ტოვებდა მინდვრის ფარგლებს, კუთხურად „აქცევენ". მატჩის ბოლო წამებზე კი, ნებისმიერი სტანდარტული უფრო სახიფათოა ვიდრე სხვა დროს. არასწორად მოგერიებულ ბურთს, სტანდარტულისთვის არასწორად მომზადებული „დინამო" დახვდა - მე ვფირქობ, მთლიანად გუნდი და არა კონკრეტულად მეკარე. უმცროსმა ვაისმა, კი კუპატაძის კარში, მეორე გოლი გაიტანა. ეს იყო შოკი, რომელმაც სტადიონი გარინდა.

"ბოლო წუთებში რესურუსი აღარ გვეყო. დავკარგეთ ჩვენი ძლიერი მხარე. დამატებით დროში ბურთი დავკარგეთ და ტერიტორია, რითიც მეტოქემ ისარგებლა. ყველა განვიცდით ამ მარცხს. ახლა არაა დასკვნების დრო და ალბათ გავაანილიზებთ ჩვენს შეცდომებს. ფეხბურთელებს დასვენების დღე მივეცი, იფიქრებენ და ჩვენც დავფიქრდებით. რას ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება. ამ ეტაპზე გაძლიერება არ იგეგმება. არ გამოვრიცხავ სამომავლოდ გაძლიერებას, მაგრამ "ლეხთან" მატჩისთვის ამას არ ვფიქრობთ. ნათქვამია ძლიერებს უმართლებთო და დღეს, როგორც სჩანს, "სლოვანი" უფრო ძლიერი აღმოჩნდა", - ამბობს მატჩის შემდეგ გიორგი გეგუჩაძე.

ალბათ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „სლოვანში" საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი და მოქმედი კაპიტნები თამაშობდნენ. ალბათ, ის გარემოებაც, რომ „სლოვანმა" ერთზე მეტი ბურთი არ გაუშვა, ჯაბა კანკავას, რომელმაც ტრადიციულად იბრძოლა და ბევრი შავი სამუშაო გააკეთა „შუაში" და დაცვაში გურამ კაშიას დამსახურებაა. მათ მთელი მატჩი მოედანზე გაატარეს. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელსაც ვაისმა პირველი ტაიმი და კიდევ „ცოტა მეტი" დრო მისცა სათამაშოდ, ბურთს, მხოლოდ რამდენჯერმე შეეხო. თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მის დატვირთვას, „სლოვანის" ფეხბურთელები დიდად არ ცდილობდნენ. თორემ, ჩაკვე, რამდენჯერმე კარგად გაიხსნა და შესაძლოა, სწორედ მასზე რომ გაეკეთებინათ გადაცემა, ქართველს თავიც გამოეჩინა თუმცა... მატჩის შემდეგ, გიორგი იტყვის, რომ ის, ყოველ დღე უმატებს და ფორმაში შედის, თუმცა, დღეს მან ცოტა დაჭიმულობა იგრძნო...

ვაისის „სლოვანმა" 1-2 გაიმარჯვა (ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 0-0 დასრულდა) და გზას უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აგრძელებს. გია გეგუჩაძის ბათუმის „დინამო" კი, კონფერენს ლიგის გათამაშებაში გადაერთო, სადაც მისი გუნდი, სხვა ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს, პოზნანის „ლეხს" დაუპირისპირდება. ამჯერად, ბათუმელები და იქ მოთამაშე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, ნაკრებში თანაგუნდელებს, გიორგი წიტაიშვილისა და ნიკა კვეკვესკირის წინააღმდეგ ითამაშებენ.









ჩვენ








