„საბურთალო“ რევანშისთვის ემზადება
„საბურთალო“ რევანშისთვის ემზადება
13.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის „საბურთალო",  ტირანაში რევანშის ასაღებად ემზადება. ქართულმა გუნდმა, AIR ALBANIA-ს სტადიონზე უეფა-ს კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრაში, ალბანეთის "პარტიზანთან" შეხვდრამდე ბოლოჯერ ივარჯიშა. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ნოზაძემ კი ტრადიციულ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, მედიის კითხვებს უპასუხა.

„მეტოქის რამდენიმე თამაშის მატჩი ვნახეთ, მათ შორის ამხანაგურებიც. ვიცოდით, რომ დაცვიდან ითამაშებდნენ. ახლა, საკუთარ კედლებში თამაშობენ და უფრო მეტად შეგვიტევენ, თუმცა ამისთვის მზად ვართ. ისიც ვიცით, რომ ადგილობრივი გულშემატკივრების მხარდაჭერა ექნებათ, მაგრამ გამოვალთ მინდორზე და ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ", - ამბობს ნოზაძე.




ქართული გუნდის თავკაცი, წყვილის პირველ დაპირისპირებაში განცდილი მარცხის მიუხედავად, თვლის, რომ მათ უპირატესობის მიუხედავად წააგეს (0-1). ასე, რომ ახლა, ამ ანგარიშის გამოსწორებას და მომდევნო ეტაპზე გასვლას შეეცდებიან.


„საქართველოს ჩემპიონატში ახლა გამოცხადდა პაუზა, ალბანეთში კი კარგა ხანია გაჩერებული.  ეს ფაქტორი არის გარკვეული უპირატესობა, თუმცა ყველაფერი ხვალ მოედანზე გადაწყდება. რთული შეხვედრა გველის, მაგრამ უნდა ვაჯობოდ მეტოქეს და გამარჯვებულები გამოვიდეთ.  პირველი შეხვედრიდან რაც  დავინახე,  „პარტიზანი" კარგად თამაშობს კონტრშეტევაზე. ასევე ჰყავთ, რამდენიმე კარგი ფეხბურთელი", - ამბობს ქართველთა მთავარი მწვრთნელი.




ნოზაძე არ გამორიცხავს, რომ პირველი თამაშის შემდეგ, გუნდში, შესაძლოა იყოს ცვლილებები, თუმცა, წინასწარ მათზე საუბარს არ აპირებს. მატჩი ტირანაში, თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება.



სკ "საბურთალოს" ფოტოები