ჩელეს ვარსკვლავი ბათუმი არენაზე
ჩელეს ვარსკვლავი ბათუმი არენაზე
13.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

 

ათუმში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის დაწყებამდე, ბათუმის „დინამოსა" და „სლოვანს" შორის, აჭარაბეთ არენაზე „ვარსკვლავების ხეივანს" ჩაეყარა საფუძველი. პირველი ვარსკვლავი კი, ამ ხეივანში, ქართული ფეხბურთის ლეგენდას, რევაზ ჩელებაძეს გაუხსნეს.


ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას, სხვა მრავალ დამსწრეებთან ერთად, თბილისის „დინამოს" ლეგენდარული ფეხბურთელების მცირე ნაწილი ესწრებოდა. შესაბამისად, ვარსკვლავიც, ვაჟა აზარაშვილის ლეგენდარული „დინამოს" ჰიმნის თანხლებით გაიხსნა.




რევაზ ჩელებაძემ, რომელსაც ფართო საზოგადოება თბილისის „დინამოდან" იცნობს, ფეხბურთის თამაში მშობლიურ, ქობულეთში დაიწყო, შემდეგ კი, კარიერის მანძილზე ბათუმის „დინამოში" და ლანჩხუთის „გურიაშიც" ითამაშა. თუმცა, კარაიერის მნიშვნელოვანი წლები, სწორედ თბილისის „დინამოში" გაატარა. გუნდთან ერთად, 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი,  1977 წლის ვიცე-ჩემპიონი და ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო 1976 და 1979 წლებში საბჭოთა კავშირის თასსაც დაეუფლა.


„ჩელე" 1981 წელს იყო თასების მფლობელთა თასის მფლობელი თბილისის „დინამოს" შემადგენლობაში. იყო, სსრკ ნაკრების წევრიც და 1980 წელს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი. საერთო ჯამში, ფეხბურთელმა 255 შეხვედრაში 114 გოლი გაიტანა.




 2012 წლის 25 სექტემბერს მის მშობლიურ ქალაქში ქობულეთში გახსნილ სტადიონს კი, „ჩელე-არენა" ეწოდა.