
სამი ქართული კლუბიდან, რომელი უეფა-ს კონფერენს ლიგაზე 2022-2023 წლების სეზონზე ასპარეზობდა, მომდევნო ეტაპზე მხოლოდ ერთმა, „საბურთალომ" მოახერხა გასვლა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კურიოზული მატჩის შემდეგ, რომელიც, უფრო გორის საფეხბურთო სტადიონის მენეჯმენტის ლაფსუსი იყო და „საბურთალო" (საკუთარი სტადიონის რეაბილიტაციის გამო, თბილისური კლუბი სწორედ. იმ სტადიონზე თამაშობს) 0-1 დამარცხდა, ალბანურ „პარტიზანთან" რევანშის აღებას ახერხებს.
"პირველ რიგში ვულოცავ "საბურთალოს" გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს და ყველას ამ გამარჯვებას. ვფიქრობ, რომ ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. პირველ მატჩში გვქონდა გარკვეული შეცდომები, შეიძლება რაღაცები მეც ისე იდეალურად ვერ გავაკეთე, თუმცა მეორე მატჩში გამოვასწორეთ ბევრი რამ და შემდეგ ეტაპზე გავედით. ტირანაში მრავლად შევქმენით საგოლე მომენტი, შეიძლებოდა ამ თამაშის 90 წუთში ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყვეტა, თუმცა ისე მოხდა, რომ გამარჯვებული თერთმეტმეტრიანებმა გამოავლინა. "საბურთალო" ახალგაზრდული კლუბია, რომლის რიგებში ბევრი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი თამაშობს. იმედი მაქვს, ახალგაზრდები გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად "საბურთალოს" წინსვლას და ბევრ სიხარულს მოუტანენ", - ამბობს ლაშა ნოზაძე, „საბურთალოს" თავკაცი მატჩის დასრულების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ალბანეთში, მატჩი, ქართული გუნდის „წესებით" ჩატარადა. „საბურთალო" მეტს უტევდა და მეტ მომენტს ქმნიდა. თუმცა, გოლი, მხოლოდ, ერთხელ, 53-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა გაიტანა. ამ გოლით, „საბურთალომ", თამაშის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხა, რამეთუ ორი შეხვედრის ჯამში, ანგარიში გათანაბრდა, 1-1. თუმცა, პენალტების სერიას ვერ ასცდა.
7-7 დარტყმა და ქართველთა გუნდის მეკარის, თორნიკე მეგრელიშვილის ორი აღებული 11-მეტრიანით, „საბურთალო" კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპზეა და არც მეტი, არც ნაკლები, ერთ დროს მრისხანე ბუქარესტის „სტიაუას" ეთამაშება. პირველი მატჩი რუმინეთში 21 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო 28 ივლისს რუმინეთში.

საფეხბურთო ლატარეაში არ გაუმართლა „დინამო თბილისს". თუმცა, მანამდე, ისევე, როგორც კონფერენს ლიგის პირველ შეხვედრაში, ქართული გუნდი, ესტონურ „პაიდეს" აშკარად ჯობდა. აკონტროლა თამაში, ბურთი, გაიტანა ის საჭირო გოლი (უსმანე კამარას გადაცემით, 69-ე წუთზე დავით სხირტლაძემ კვლავ გაიტანა) და კარი შეინახა მშრალად, რითაც შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.
პირველი ოვერ ტაიმის 93-ე წუთზე კამარამ, რომელიც ამ დღეს ერთ-ერთი საუკეთესო იყო დინამოელთა შორის, კიდევ ერთხელ ითამაშა შესანიშნავად და ამჯერად მეორე საგოლე გადაცემით დმიტრი ანტილევსკი მოამარაგა. „დინამო თბილისი" 0-2 დაწინაურდა და რეალურად, მომდევნო ეტაპზე გასვლის საგზურს მიუახლოვდა. თუმცა, აქ, „ქართულმა სენმა" იჩინა თავი და ტაიმის მიწურულს, თბილისელებმა 11-მეტრიანით გოლი გაუშვეს. რა, მოხდა, ბოლო 15 წუთში? პრიეტომ თავგატეხილმა, მაგრამ მაინც ითამაშა. გაბედავას დარტყმული კი, „პაიდეს" მეკარემ მოიგერია. პენალტების სერიაში ორივე გუნდი კარგად გამოიყურებოდა. ერთი სხვაობით - თბილისელთა მეკარეს, აშკარად, ყოველ შემთხვევაში, ტელეეკრანიდან რაც ჩანდა და როდესაც მეკარის თამაში ცოცხლად, კარის უკნიდან რამდენიმე მეტრში გაქვს ნანახი, იცი, მისი ვიზუალური მხარეც კარგად, ემჩნეოდა, რომ ვერ იყო, ჩვეულ ფორმაში და ეს მის რექციებზეც ჩანდა. თუმცა, მატჩის ბედი, პირველმა გაფუჭებულმა 11-მეტრიანმა გამოავლინა. ასეთი კი, სწორედ დინამოელებმა დაარტყეს.
„რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან დამწუხრებული ვართ, ეს არ არის ის შედეგი რაც ჩვენ გვსურდა. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს, რადგან მათ იმედები გავუცრუეთ. ახლა მთავარია, რომ ყველა ის შეცდომა რამაც არ შედეგამდე მიგვიყვანა კარგად გავიაზროთ, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და დინამო დაბრუნდეს იქ სადაც მისი ადგილია. უშუალოდ დღევანდელ თამაშს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ გადამწყვეტ მომენტში კონცენტრაცია დაგვაკლდა და ამიტომ დავმარცხდით. პაიდეს კი, შემდეგ ეტაპზე წარმატებას ვუსურვებ", - ამბობს გიორგი ჭაბრიშვილი, დინამოელთა მთავარი მწვრთნელი მატჩის დასრულების შემდეგ.
ბუნებრივია, საფეხბურთო ლატარეაში, იღბალიც საჭიროა, თუმცა, ალბათ, „დინამო თბილისი" ის გუნდია, რომელიც პაიდეს, ორი რაუნდისას, ერთ ტაიმში უნდა უგებდეს. ფაქტია, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, ვერ არის იმ კონდიციაში, რასაც მისგან ელიან. ევროტურნირების მიღმა დარჩენილებს კი, ახლა, საკუთარი რეაბილიტაციისთვის ეროვნულ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში მოიწევთ, წლებით ნაგროვები უპირატესობის დამტკიცება, რაც არც თუ ისე მარტივი იქნება.

და ბოლოს. უეფა-ს კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა გორის „დილაც". მიუხედავად იმისა, რომ ადნრი დემჩენკოს გუნდმა, გორში, თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ფრედ, 0-0 ითამაშა, ორი შეხვედრის ჯამში, (პირველი მატჩი, ქართულმა გუნდმა გასვლაზე წააგო 2-0) ფინურ „კუპს"-თან, მომდევნო ეტაპის საგზური დათმო. სათამშო უპირატესობის მიუხედავად, გორელებმა გოლი ვერ გაიტანეს და ისინიც, „დინამო თბილისის" მსგავსად, ეროვნულ ჩემპიონატზე გადმოერთნენ.
„ჩვენი მეტოქე კარგად ორგანიზებული გუნდი იყო, რომელიც თამაშს დაცვიდან კონტრშეტევაზე აგებდა, ორივე მატჩში მომენტნები საკმარისად შევქმენით მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ ფაქტი ასეთია 0 გატანილი გოლი. შემტევ ხაზში თორნიკე კაპანაძე მატჩისწინა ვარჯიშზე გამოგვაკლდა სპანდერაშვილს კი ძალიან დიდი დრო გაუცდა, რის გამოც მცდელობების მიუხედავად სასურველ შედეგს ვერ აღწევდა- რეალაობა უნდა მივიღოთ და გუნდში სუსტი მხარეების აღმოფხვრაზე ვიმუშაოთ", - ამბობს ანდრი დემჩენკო.
სტატიაში გამოყენებულია „საბურთალოს", „დინამო თბილისისა" და „დილას" ფოტოები





ჩვენ








