
ევროპის შესარჩევი ზონის 36 ქვეყნიდან შედგა 12 ჯგუფი. თითო ჯგუფში, 3-3 გუნდი მოხდვა. თამაშები სახლი-გასვლის პრინციპით ჩატარდება და ჯგუფებში გამარჯვებულები ავტომატურად მომდევნო ეტაპზე, ელიტ-რაუნში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ. 4 საუკეთესო მეორეადგილოსანიც, ავტომატურად მომდევნო ეტაპზე მოხვდება. ჯგუფში მეორე ადგილზე გასული 8 გუნდი კი, ფლეი-ოფს ითამაშებს და შემდეგ, მიიღებს უფლებას, ასპარეზობა მედლებისთვის გააგრძელოს. ეს არის მოკლედ, რაც მომავალი, ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესახებ უნდა ვიცოდეთ. ტურნირის წილისყრა კი, 7 ივლისს ნიონში გაიმართა.
საქართველოს ნაკრები 1 კალათაში, ჩემპიონატის მასპინძელი პორტუგალიის, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის, ყაზახეთის, ხორვატიის, სერბიის, აზერბაიჯანის, უკრაინის, იტალიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ფინეთისა და სლოვაკეთის გვერდით მოხვდა. წილისყრის შედეგად, ავთანდილ ასათიანის ნაკრებს, მეორე კალათიდან ბელგია და მესამედან ავსტრია დაუწყვილა.
მეინ-რაუნდში მონაწილე გუნდები:
ჯგუფი 1: ესპანეთი, მოლდოვა, კვიპროსი
ჯგუფი 2: საქართველო, ბელგია, ავსტრია
ჯგუფი 3: ჩეხეთის რესპუბლიკა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სომხეთი
ჯგუფი 4: პორტუგალია (მასპინძელი) ბელარუსი, ლიეტუვა
ჯგუფი 5: ყაზახეთი, სლოვენია, მონტენეგრო
ჯგუფი 6: აზერბაიჯანი, პოლონეთი, საბერძნეთი
ჯგუფი 7: ხორვატია, უნგრეთი, ისრაელი
ჯგუფი 8: ფინეთი, რუმინეთი, დანია
ჯგუფი 9: სერბეთი, საფრანგეთი, ნორვეგია
ჯგუფი 10: იტალია, ჩრდ. მაკედონია, შვედეთი
ჯგუფი 11: უკრაინა, ნიდერლანდები, კოსოვო
ჯგუფი 12: სლოვაკეთი, ლატვია, გერმანია

უეფა-ს ოფიციალირი ვებ-გვერდი ევროპის შესარჩევი ზონის, თამაშების სავარაუდო კალენდარსაც აქვეყნებს.
მატჩის დღე 1 / 12-21 სექტემბერი 2022
მატჩის დღე 2 / 3-12 ოქტომბერი 2022
მატჩის დღე 3 / 6-9 ნოემბერი 2022
მატჩის დღე 4 / 27 თებერვალი - 8 მარტი 2023
ამის შემდეგ, ნიონში, 2023 წლის 10 მარტს, ფლეი-ოფის წილისყრა შედგება. თავად ფლეი-ოფის თამაშები კი, 2023 წლის 10-19 აპრილს გაიმართება.
უეფა-ს კალენდრის მიხედვით, ელიტ-რაუნდის წილისყრა 2023 წლის 5 ივლისს, ხოლო თამაშები, კვლავ სახლი-გასვლის პრინციპით, 2023 წლის 20 დეკემბერს უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ, უკვე ელიტ-რაუნდის ფლეი-ოფის ჯერი დადგება, რომლისთვისაც წილისყრა 2024 წლის 25 იანვარს, ხოლო თავად ფლეი-ოფის მატჩები, 2024 წლის 8-17 აპრილს გაიმართება.
ბუნებრივია, ევროპის ჩემპიონატზე ქართული გუნდის ასპარეზობით გათამამებულ გულშემატკივარს, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებს, 2024 წლის 25 იანვრისვის, უკვე ხელთ ექნება მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური და დარჩენილ დროსა და სათამაშო ფანჯრებს, მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებლად გამოიყენებს.
სტატიაში გამოყენებულია UEFA.com-ის ფოტო





ჩვენ








