
თბილისის გრან სლემის შემდეგ, ქართველმა ძიუდოისტებმა, კონკრეტულად კი, ბექა ღვინიაშვილმა პირველი და 2022 წლის სეზონზე, მორიგი ოქრო აიღო. ერთი კვირით ადრე, ბუდაპეშტში მოგებული ბრინჯაო, ღვინიაშვილმა, ზაგრების გრან სლემზე, კვლავ ოქროთი ჩაანაცვლა. -90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა ჩვენებურმა, მეორე წრიდან დაიწყო და ფინალში გასასვლელად, საკმაოდ შრომა მოუხდა. ჩვენი გადმოსახედიდან, საგრძნობლად ტენდენციური მსაჯობის ფონზე, განსაკუთრებით ეს, ბადეში, ბერძენი თეოდოროს ცელიდისის წინააღმდეგ დაპირისპირებაში იყო თვალსაჩინო, ბექამ გამოცდილების და სიმშვიდის ხარჯზე ფინალამდე მიღწია, იქ კი, ბრაზილიელ რაფაელ მაკედოს ორი ვაზარი აუღო და შეხვედრა ვადამდე დაასრულა.

ოქროს მედლის მოგება შეეძლი ილია სულამანიძესაც. -100კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ქართველმა ჯუდოკამ, განსხვავებით ჟორჟ ფონსეკასგან (რომელიც პირველივე შეხვერაში გამოეთიშა ასპარეზობას) და ნიკა შერაზადიშვილისგან (რომელმაც 1/2 ფინალი დათმო), ფინალში იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიგო. სულამანიძე, ნიდერლანდელ კორელთან დამატებით დროში, ვაზარით დამარცხა.

დღესვე, მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, +100 კგ ში მოასპარეზე გელა ზაალიშვისაც. ქართველმა, 1/2 ფინალი კი დათმო, თუმცა, ბრინჯაოს მოგების შანსი ეძლეოდა. აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურთან კი, ზაალიშვილის დაპირისპირება არ შედგა. ქართველი ძიუდოისუტი, სახიფათო ილეთის შესრულებისთვის, შეჯიბრიდან მოხსნეს.
ახლოს იყო მედალთან, +78 კგ წონით კატეგირიაში მოასპარეზე სოფო სომხიშვილი, თუმცა, ბრინჯაოს მედლისთვის სოფომ, მონღოლ ადიიასურენ ამარსაიხანთან წააგო. ამ მარცხის მიუხედავად, დღეს, სოფომ მაქსიმუმი გააკეთა, ვინაიდან, 1/4 ფინალში მიღებული მცირე ტრავმის მიუხედავად, მოახერხა რეპეშაჟიში ასპარეზობა და თურქი ჯუდოკას დამარცხება.

ზაგრების გრან სლემის პირველ საასპარეზო დღეს კი, ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედალი მოიპოვეს. - 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი გიორგი სარდალაშვილმა მოიგო. იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება. ტაჯიკ და ბრაზილიელ მოწინააღმდეგეებთან გამარჯვების შემდეგ, მეოთხედფინალში ფრანგ მაქსიმ მერლინთან იპონით დამარცხდა და რეპეშაჟში გააგრძელა ბრძოლა. აქ, სარდალაშვილმა ჯერ თურქმენეთის წარმომადგენელს იპონით მოუგო, უშუალოდ მედლისთვის კი, ესპანელი ფრანცისკო დაამარცხა.
-57 კგ კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანს ოქროს მედლამდე ცოტა დააკლდა. ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიის ავანგარდში მყოფი, „ლიპო" კოვიდ-ვირუსის შემდეგ, პირველად ასპარეზობდა. მიუხედავად ამისა, ეთერმა, რომელმაც ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო ჯერ, ბრიტანელი, შემდგე კი, შვეიცარიელი, ხორვატი და კუბელი მეტოქეები დაამარცხა. ლიპარტელიანი ფინალში კანადელ კრისტა დეგუჩის შეხვდა და წამიერი მოდუნება გაშვებულ იპონად დაუჯდა. შესაბამისად, მას ზაგრების ვერცხლი ერგო.

კიდევ ერთი მედალი, ტატო გრიგალაშვილის ანგარიშზეა. -81 კგ წონით კატეგორიაში, ბევრი სხვა ქართველი ჯუდოკას მსგავსად, ტატოც ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. თავდაპირველად ტატომ, მოლდოველი და ტაჯიკი ძიუდოისტები გამოთიშა ასპარეზობას. თუმცა, ნახეავრფინალში გადასასვლელ დაპირისპირებაში, ვაზარით ფრანგ დიალო უმართან დამარცხდა, რომელიც მოგვიანებით ზაგრების გრან სლემის გამარჯვებულიც გახდა. რაც შეეხება გრიგალაშვილს, მან მედლისკენ გზა რეპეშაჟიდან გააგრზელა - ჯერ, აზერბაიჯანელი ზელიმ ჩკაევი, ხოლო შემდეგ კი, ბრაზილიელი გილერმე შიმიდთი დაამარცხა.

ზაგრების გრან სლემი წარუმატებელი გამოდგა -66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილისა და -73 კგ წონაში, ლაშა შავდათუაშვილისთვის. ამავე წონაში არ გაუმართლა გიორგი ტერაშვილსაც. საერთო ჯამში, ხორვატიაში საქართველო 10 სპორტსმენით იყო წარმოდგენლი. აქედან, ხუთი, საქართველოში მელდებით ბრუნდება. ქართველთა სათვალავში 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია.
ზაგრების გრან სლემის შემდეგ, IJF ტურზე მცირე შესვენება ცხადდება მსოფლიო ჩემპიონატამდე. შესაბამისად, სპორტსმენებს უკეთ მომზადებისთვის დრო ეძლევათ. მსოფლიო ჩემპიონატიდან კი, პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო ქულების ათვლა დაიწყება.
ფოტო: @IJF/გაბრიელა საბაუ





ჩვენ








