ერთი ჩავარდნილი მეოთხედი და დაკარგული ქულა
ერთი ჩავარდნილი მეოთხედი და დაკარგული ქულა
17.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩი, ჯგუფის ლიდერთან, შვედებთან 10 ქულიანი სხვაობით წააგო. მატჩში, რომელიც თანაბრად წარიმართა და ლიდერი, რამდენჯერმე შეიცვალა, ქართველი კალათბურთელობის უპირატესობით დაიწყო და ანაგარიშიც მათ წაიყვანეს, 0-10. თუმცა, შემდეგ, შვედებმა მოახერხეს მობილიზება, ძირითადად, საქართველოს ნაკრების ელემენტარული შეცდომების ხარჯზე. მაგალითად, უზუსტობა გადაცემებში, შეცდომები ფართა თამაშზე. ამის სახჯზე, შვედებმა ანგარიში ჯერ გაათანაბრეს და შემდეგ, პირველი მეოთხედი 18-15 მოგვიგეს.


დაახლოებით იგივე სცენარით გაგრძელდა მეორე მეოთხედიც, თუმცა, აქ, მილოშ გლიგორიევიჩის ქართულმა ნაკრებმმა, დაცვაში თამაშის გამოსწორება მოახერხა. უნდა ითქვას, რომ არც შვედებს აკლდათ შეცდომები. აქ, კი ქართველთა გუნდმა იყოჩაღა და მეორე მეოთხედი, 17-19 მოიგო. თუმცა, დიდ შესვენებაზე,  თბილისი არენაზე, ტაბლოზე 35-34 იყო ანთებული. ჩვენ, ერთი ქულით ჩამოვრჩებოდით და შესაბამისად ბრძოლასაც ველოდით. თუმცა, მესამე პერიდოი საკმაოდ უსიამოვნო იყო. შვედები 15-2 გაგვქეცნენ და საბოლოოდ, მეოთხედი 23-13 მოიგეს. ალბათ, ამ მეოთხედში, სხვაობა 7 ქულა და ჩვენებსაც საბრძოლოთ მეტი ენთუზიაზმი ექნებოდათ, რომ არა, შვედების მე-13 ნომრის ბოლო წამზე „ელიასებური" (იტალიური კომედიური ფილმის, „ჭირვეულის მორჯულების" პერსონაჟი - სარედაქციო შენიშნვნა) ნასროლი.




საერთო ჯამში, მათ, დღევანდელ თამაშში, გამოსდიოდათ ყველაფერი, მათ შორის პერიმეტრიდან სროლები. ბოლო, მეოთხე პერიოდის წინ, ისინი 11 ქულით, კომფორტული უპირატესობით გვისწრებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა, რამდენჯერმე მოახერხა, ანგარიშის 8 ქულამდე შემცირება, ეს იყო ის ზღვარი, რომლის შემცირების უფლება მოწინააღმდეგე გუნდმა აღარ მოგვცა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაკვეთი 19-20 მოვიგეთ, თამაში, ათი ქულის სხვაობით, 77-67 წავაგეთ.


შესაძლოა, საქმე სხვაგვარად ყოფილიყო, შვედებთან მატჩში, გლიგორიევიჩის გუნდში, ლუკა ლიკლიკაძე, რომ ყოფილიყო, თუმცა, ერთი დღით ადრე, ავსტრიასთან შეხვედრაში მიღებულმა ტრავმამ, მას დღეს თამაშის საშუალება არ მისცა.


ორივე გუნდში, ყველაზე მეტი, 19 ქულა, ვლადიმერ თავაქარაშვილმა დააგროვა, ის გახდა ქართული გულიდან, სარგებლიანობის ინდექსის მაჩვენებლითაც გამორჩეული. თუმცა, დღეს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. 11 ქულა და 7 მოხსნა ვლადიმერ სალარიძის  დაგროვდა. ლევან ქვარცხავამ  მხოლოდ 9 ქულა შეაშველა გუნდს,  ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა კი, 8.




საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ორი შეხვედრა რჩება, ჩრდ. მაკედონიასთან და კოსოვოსთან. ჯგუფიდან გასასვლელადაც (ჯგუფიდან მეორე ეტაოზე 2 გუნდი გადის) საქართველოს ნაკრებს, ორივე თამაშის მოგება სჭირდება. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 19 ივლისს, 19:00 საათზე კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.


სატურნირო მდგომარეობა:




მატჩის სტული ფოტო-ალბომი