საქართველოს U20-მა ცოტა კი დაგვძაბა, თუმცა, ბოლოს მოიგო
საქართველოს U20-მა ცოტა კი დაგვძაბა, თუმცა, ბოლოს მოიგო
19.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პირველ მეოთხედში, საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრებმა ოდნავ გვანერვიულა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა, ევროპის 20-წლამდეთა ჩემპიონატის „ბ" დივიზიონის მორიგ ჯგუფურ შეხვედრაში გაქცევა მოახერხა, კოსოვოელთა ტამორჩილმა 44-ე ნომერმა დონ პოლოშკამ „სისხლი გაგვიშრო". თამაშის ბოლოს, პოლოშკას თამაშის ბოლოს კი, მხოლოდ 11 ქულა ჰქონდა, თუმცა, გარდამტეხ მომენტებში, კოსოვოელმა ყველა ბურთი ჩაგვიგდო.  შეხვედრის ამ მონაკვეთში კი, ანგარიშიდან 15-6 „დაგვიქაჩა" და პერიოდიც მხოლოდ, 3 ქულით, 15-12 მოვიგეთ.



არც მეორე მეოთხედი გამოდგა მილოშ გლიგორიევიჩის გუნდისთვის მარტივი. კოსოვოელები თავგანწირვით ცდილობდნენ თამაშის გადარჩენას და შეხვედრის მეორე მეოთხედში თანაბარი თამაშიც შემოვთავაზეს, 23-23. დიდ შესვენებაზე ქართული გუნდი კვლავ 2 ქულიანი უპირატესობით 38-35 გავიდა.



მესამე მეოთხედი ჩვენი ნაკრების შეტევებით დაიწყო. ვოვა თავაქარაშვილის ნახტომში ნასროლი სამქულიანით, ქართველთა გუნდმა უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა. საერთოდ აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიშმი, სროლები წაუვიდა ნიკოლოზ გაფრინდაშვილსაც. თავისი წილი საქმე გააკეთა, ლუკა ლიკლიკაძემაც, რომელმაც ტრავმის გამო შვედებთან მატჩი გამოტოვა. საერთოდ, ალბათ, ცაკლეული მოთამაშეების გამოყოფას ჯობს აღინიშნოს, რომ საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრებმა გუნდურად, გამართულად ითამაშა. შეხვედრის მესამე მეოთხედში 14 ქულით მოახერხა დაწინაურება, მოიგო 28-14 და ბოლოში, ცოტა თავს დასვენების უფლებაც მისცა.  მეოთხე მეოთხედში, კოსოვოელებმა ბრჭყალების გამოჩენა გადაწყვიტეს, თუმცა, ეს უფრო უხეშობისას და მსაჯთან კამათისას გამოსდიოდათ. გლიგორიევიჩის ბიჭებმა, ეს მონაკვეთი 16 ქულით, 26-10 მოიგეს, შეხვედრაში კი, 33 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს, 92-59.



ყველაზე შედეგიანი ჩვენს გუნდში ვოვა თავაქარაშვილი იყო 21 ქულით, 5 ჩაჭრითა  და 3 გადაცემით.  17 ქულა ნიკოლოზ გაფრინდაშვილის ანგარიშზეა. 11 ქულა ჰქონდა ზურა ვაშაკიძეს, ხოლო 10, ვახტანგ გოგბერაშვილს.


იხილეთ მატჩის ფოტო-ამბავი


დღევანდელი მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს, ჩრდ. მაკედონიელების მსგავსი ქულები აქვს. იმისთვის, რომ ჩვენებმა გათამაშების მომდევნო ეტაპზე გააღწიონ, ხვალ 20 ივლისს 19:00 საათზე, კვლავ თბილისის ახალ საკალათბურთო სასახლეში, ჩრდ. მაკედონიელებს აუცილებლად უნდა მოვუგოთ.


ჩვენი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა შვედეთის ნაკრებმა, რომელმაც დღეს, საქართველო U20 - კოსოვოს U20 მატჩის პარალელურად, მეორე დარბაზში, ავსტრიას მხოლოდ ერთი ქულით და ისიც, ბოლო წუთებზე მოუგო.


1/4 ფინალში, A ჯგუფიდან გასული ორივე გუნდი ცნობილია - ესტონეთი და ისლანდია. სწორედ, ესტონეთი შეხვდება გათამაშების ამ ეტაპზე, საქართველო U20 - ჩრდ. მაკედონიის U20 გამარჯვებულს. შვედეთის U20  კი, ისლანდიის U20-ს დაუპირისპირდება.


C ჯგუფიდან, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 3 ნაკრები ლატვია, ბულგარეთი და ირლანდია იბრძვის. აქაც დიდი ალბათობით, მეოთხედფინალისტების ბედი, ბოლო ტურში გაირკვევა.




თბილისში მოასპარეზე ბოლო, D ჯგუფიდან კი, ტურნირის მთავარი ფავორიტი სერბეთის U20 ნაკრები, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. თან ისე, რომ ბოლო ტურამდე, ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ორ შეხვედრაში, 100-ქულიანი ზღვარი გადალახა. ამ ჯგუფში, მეორე მეოთხედფინალისტი კი დიდი ალბათობით ფინეთის U20  იქნება, რომელმაც სლოვაკეთის U20-ს „გადაურბინა". სხვათა შორის, სლოვაკებმა ჰიმნი კი, ხმამაღლა იმღერეს, თუმცა, თამაში ფინეთმა მოიგო, 85-54. ამ შეხვედრაში, ერთ-ერთი მსაჯი, ჩვენი კირილე თვაური იყო, რომელიც საქართველოს სუპერლიგას მსაჯობს.  კირილე ერთ-ერთია იმ ქართველ მსაჯთაგან, რომლებიც ფიბა-მ, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, უახლოეს თვეებში, ასაკობრივი ჩემპიონატებზე დანიშნა