
ვლადიმირ ვაისის „სლოვანი" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პირველი რაუნდის შემდეგ დაწინაურდა. ბრატისლავას გუნდმა, სტუმრად, უნგრული „ფერენცვაროში" დაამარცხა ანგარიშით 1-2 და ახლა, ერთ კვირაში, საკუთარ კედლებში შეეცდება გათამასების მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდოს.
გუნდში, რომელმაც პირველ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან დრამატულ მატჩში, ბათუმის „დინამო" გამოთიშა, უნგერშიც ბოლო წუთებში მოახერხა ჯერ მატჩის შემოტრიალება, შემდეგ კი, მოგება.
ამ შეხვედრაში ანგარიში 81-ე წუთზე გურამ კაშიამ გაათანაბრა. „მიხარია, რომ გუნდს გოლით დავეხმარე. ეს ჩვენი დღე იყო, მაგრამ წინ ჯერ კიდევ 90 წუთია. ნაადრევად ზეიმი საჭირო არაა. ახლა წინ ჩემპიონატის მატჩი გვაქვს და შემდეგ კარგად მოვემზადებით „ფერენცვაროშთან" საპასუხო საშინაო მატჩისთვის", - ამბობს მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი. ვლადიმიმ ვაისმა, წინა შეხვედრის მსგავსად, კაშოს სრული სათამაშო დრო მისცა. თუმცა, ისევე როგორ ჯაბა კანკავას. აი, გიორგი ჩაკვეტაზე კი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, 73-ე წუთზე გამოუშვა. სწორედ, ჩაკვეს გადაცემის შემდეგ, 86-ე წუთზე, ტიგრან ბარსეგიანმა, „სლოვანს" კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანა.

„ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ შუა გზაზე ვართ. ბათუმსა და პოდბრეზოვაში გამართული თამაშის შემდეგ ცოტას თუ სჯეროდა ჩვენი, მაგრამ ამ გუნდმა აჩვენა, რომ ხარისხი...
„ფერენცვაროშს" შესანიშნავი გუნდი ჰყავს, დღეს შესანიშნავი თამაში იყო ორივე მხრიდან. მჯერა, რომ საშინაო მატჩიც ასეთი სულისკვეთებით ვითამაშებთ.
გავრისკე და გავაკეთე რამდენიმე ცვლილება, შევცვალე სათამაშო სისტემაც. თავდამსხმელები შევუშვი, რომლებმაც თამაშზე კარგი გავლენა მოახდინეს. შევცვალე ვლადი (ვაისი უმცროსი), რომელსაც 4 დღე არ უვარჯიშია და ბათუმის მერე ქანცი აღარ ჰქონდა. კომპლექსურად ვითამაშეთ და უფრო მეტი გოლის გატანის შანისც გვგქონდა. მოგება დავიმსახურეთ",- ამბობს ვაისი, რომელმაც კარგად იცის, რომ თამაში, მხოლოდ ბრატისლავაში დასრულდება.
საპასუხო შეხვდერა კი, ერთ კვირაში, ბრატისლავაში გაიმართება.
ფოტო: @ŠK Slovan





ჩვენ








