
ბოლო წლებია, ჩრდ. მაკედონია, ქართული სათამაშო სახეობების პრობლემა ხდება. ამჯერად, კალათბურთში, ევროპის 20-წლამდეთა ჩემპიონატის ჯგუფიდან გასასვლელი თამაში, საქართველოს ნაკრებმა სწორედ, ჩრდ. მაკედონიელებთან წააგო, 76-73 წააგო. არადა, მილოშ გლიგორიევიჩის გუნდი, შეხვედრის ერთ მონაკვეთში, 14 ქულითაც კი წინ იყო, 23-37... თუმცა, ისევე, როგორც შვედებთან შეხვედრაში, ქართველი 20-წლამდები, ერთ მომენტში, მეორე ტაიმის საწყის წუთებზე მოდუნდნენ და ნელ-ნელა თამაში ხელიდან გაუშვეს.
პერიოდების მიხედვით შეხვედრა, ასე წარიმართა 20- 29, 17- 15, 20- 15, 19- 14. როგორც ხედავთ, ჩრდ.მაკედონიელები, ნელ-ნელაზრდიდნენ უპირატესობას. ვერ ვიტყვი, რომ რამდენიმე მომენტში მათ მსაჯებმაც არ „უმასტეს", თუმცა, თამაშის სადავეების ხელიდან გაშვებაც, მსაჯებს, რომ გადაბრალდეს უსამართლობა იქნებოდა. ქართულ გუნდს, ეტყობოდა ნერვიულობა და ეს თამაშზე, პირდაპირპროპორციულად აისახებოდა. განსაკუთრებით დაბალი, საჯარიმო სროლების მაჩვენებელი იყო. არ გამოგვდიდოდა ფართან თამაში, განსაკუთრებით შეტევის დროს. ჩრდ. მაკედონია კი, ამის საპირისპიროდ მოქმედებდა.

ტრადიციულად გუნდში გამორჩეული, ვლადიმერ თავაქარაშვილი იყო, რომელმაც გადამწყვეტ მომენტებში მნიშვნელოვანი ქულები ჩააგდო. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. განსაკუთრებით დრამატული აღმოჩნდა შეხვედრის ბოლო წუთები, სადაც რამდენიმე წამით ადრე, ანგარიში თანაბარი იყო, ჩვენბს კი, ჰქონდათ შანსი წარმატებით ეთამაშათ. თუმცა, ისევ თუმცა, ის რაც გლიგორიევიჩის გუნდს, უნდა გაეკეთებინა, გააკეთა მოწინააღმეგემ და „ა" დივიზიონში გადასასვლელად ბრძოლას აგრძელებს.
საქართველოს ნაკრები კი, „ბ" დივიზონში, მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს და 22 ივლისს, 19:00 ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, აქ ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ვლადიმერ სარალიძეს და ვლადიმერ თავაქარაშვილს ჰქონდათ, რომლებმაც 19-19 ქულა მიითვალეს. ლუკა ლიკლიკაძeმ 15 ქულა მოაგროვა, ხოლო ლევან ქვარცხავასა და ნიკოლოზ გაფრინდაშვილის ანგარიშზე 9-9 ქულა დაგროვდა.
თბილისში მიმდინარე 20-წლამდელთა "ბ" დივიზიონის 8 საუკეთესო გუნდი, რომლებიც მეოთხედფინალში გავიდნენ, „ა" დივიზიონში დასაწინაურებლად იბრძოლებენ, შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
ესტონეთი - ჩრდ. მაკედონია
სერბეთი - ლატვია
შვედეთი - ისლანდია
ბულგარეთი - ფინეთი





ჩვენ








