
მატჩის შემდეგ, „დინამო არენაზე" მედიისთვის გამართულ პრეს-კონფერენციაზე, საბურთალოელთა მთავარი მწვრთნელი ლაშა ნოზაძე ფეხბურთელებს თავდადებისთვის მადლობას უხდის. მადლობას უხდის სტადიონზე მოსულ ქომაგსაც ასეთი კი დაახლოები 10000-მდე იქნებოდა მხარდაჭერისთვის (თუმცა, ეს ის არ იყო რაც ბათუმში ხდება ხოლმე - სარედაქციო მინიშნება) და იცის, რომ წყვილში დაპირისპირების ბედი, მხოლოდ ბუქარესტში გადაწყდება. დღეს, კი „დინამო არენაზე" ქართულმა კლუბმა მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოიგო. ერთად-ერთი გოლი, შევხედრის 41-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა გაიტანა.
„დღეს, შევძელით, დასახული მიზანი შევასრულეთ. ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ, შეიძლებოდა უფრო დიდი ანგარიში ყოფილიყო, 2-0 ან 3-1. მათაც ჰქონდათ კარგი მომენტები, მაგრამ მთლიანობაში ვფიქრობ, რომ მაქსიმუმი არ მიგვიღია, გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და ეს გამარჯვება დაიმსახურა", - ამბობს ნოზაძე.

თბილისის „საბურთალომ" დღეს, „დინამო არენაზე" რუმინული „სტიაუა" დაამარცხა. ჩვენი გვერდის გადასახედიდან, ამ შეხვედრაში გუნდის მეკარის, თორნიკე მეგრელიშვილის გამოყოფა გვინდა, რომელსაც თითო ტაიმში ორ-ორი კარგი „სეივი" ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ნოზაძის გუნდი მეტ-ნაკლებად ართმევდა თამაშს თავს, იყო რამდენიმე მომენტი, სადაც საკუთარ საჯარიმოში ცოტა გარისკეს და ბურთი მოკლე პასებით სარისკო ზონაში გაათამაშეს. განსაკუთრებით ტაიმების მიწურულს. ამ მომენტს, დიდი ალბათობით, საპასუხო შეხვედრაში, რუმინელები შეეცდენიან სათავისოდ გამოიყენონ. კიდევ, რაც ქართულ კლუბს მოუწევს მომდევნო თამაშისთვის გამოასწოროს, შეტევის ბოლო ფაზაა - აქ, თითქოს, „საბურთალოს" ფეხბურთელებს შორის შეუთანხმებელი მოქმედებები ჭარბობდა - ძირითადად, მომენტის დასრულებას აგვიანებდნენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით, არ გაიმართლა ირაკლი სიხარულიძეს, რომელმაც გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. ეს იმ ხარვეზების შესახებ, რომელსაც სისუტეებად მომდევნო თამაშში, მოწინააღმდეგე ჩაგვითვლის და ჩვენს საწინააღმდეგოდ შემოტრიალებას შეეცდება.

„ველოდებით რთულ მატჩს მეორე შეხვედრაშიც, იქიდან გამომდინარე, რაც ვნახეთ „საბურთალოსგან" დღეს და ასევე „პარტიზანთან" ორივე შეხვედრაში. სრულად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და უფრო მეტად უნდა მოვინდომოთ გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ვერ გავალთ. ჩვენს თამაშზე, „საბურთალოს" კარგმა თამაშმაც იქონია გავლენა. ხშირად იყო მომენტები, როცა მეტოქემ წნეხში მოგვაქცია და ამ წნეხიდან გამოსვლას ვერ ვახერხებდით, შესაბამისად, ჩვენი თამაშის ჩვენებასაც ვერ ვახერხებდით", - ამბობს პეტრეა, რუნინელთა მთავარი მწვრთნელი.
წნეხის გარდა, სტუმრებს განსაკუთრებით ქართველების ფლანგების შეჩერება უჭირდათ. მცირე სივრცის შემთხვევაშიც კი, ყველა შეტევა სტუმრებისთვის სახიფათო იყო. დიდი ალბათობით, საპასუხო მატჩში, რუმინელები ამ სივრცეების შეზღუდვასაც შეეცდებიან.

მომდევნო ეტაპზე გასვლა უნდა ორივე გუნდს. ბუქარესტში ბრძოლაა დაანონსებული. ქართული გუნდი, რომელიც ევროტურნირეზე არა მხოლოდ საკუთარი კლუბის, არამედ ქართული ფეხბურთის იმიჯის დაცვას ამ ეტაპზე ახერხებს, ბოლომდე ბრძოლა დასჭირდება.
„დღეს, ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და დასანანი იყო „დინამო ბათუმის" მარცხი. ტირანაში, შეხვედრის შესვენებაზე ვიცოდით, რომ „დინამო თბილისი" და გორის „დილა" გავარდნილები იყვნენ და მაშინ გასახდელში ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ჩვენ ვიყავით ის გუნდი, რომელსაც შეეძლო ქართველი გულშემატკივარი გაეხარებინა. ამან ბიჭებს მუხტი მისცა და მეორე ტაიმში მოედანზე თავდადებით გავიდნენ და იბრძოლეს. რასაკვირველია, „დინამო ბათუმს" ჯერ სათამაშო აქვს, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ ვიბრძოლოთ ქართული ფეხბურთის რეპუტაციისთვის, რადგან ჩვენ ვართ დარჩენილები და რეალური შანსი გვაქვს მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ვიბრძოლოთ", - ამბობს ნოძაძე.
„საბურთალო" რამდენიმე დღე დაისვენებს და შემდეგ, ვარჯიშს განაახლებს. ამ ეტაპისთვის გუნდში, ტრავმირებულები არ არიან - ეს უკვე კარგია. ევროტურნირების დაწყებამდე კლუბში განვითრებული მოვლენების ფონზე, „საბურთალოში" არის რესურსი იბრძოლოს.
მატჩის სრული ფოტო-ამბავი





ჩვენ








