“თბილისი არენაზე” ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის ფინალს კირილე თვაური მოემსახურება

24.07.2022
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია
საქართველოს დედაქალაქ თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის "ბ" დივიზიონი დღეს სრულდება. ფინალში ერთმანეთს სერბეთი და ისლანდია ხვდებიან. საჩემპიონო მატჩისთვის მომსახურე მსაჯები მიმდინარე ტურნირზე მომუშავე ინსტრუქტორთა დაკვირვების შედეგად შეირჩა. 3 მსაჯს შორის, რომლებიც სერბეთისა და ისლანდიის მატჩს მოემსახურება, ქართველი კირილე თვაურია.
კირილესთან ერთად სატიტულო შეხვედრას მოემსახურებიან ესპანელი ფერნანდო კალატრავა და ესტონელი მიჰკელ მანისტე. კომისარი ბოსნია-ჰერცეგოვინელია: ფინადამირ კუნოსიჩი. ფინალური დაპირისპირება "თბილისუ არენაზე" 21:15 საათზე დაიწყება.





ჩვენ








