სერბი 20-წლამდები ძლიერთა ლიგაში დაბრუნდნენ
სერბი 20-წლამდები ძლიერთა ლიგაში დაბრუნდნენ
24.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სერბეთის 20-წლამდეთა ნაკრები, ძლიერთა დივიზიონში დაბრუნდა. საკალათბურთო ტრადიციების ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ქვეყნის ასაკობრივი გუნდი, თბილისში დასრულებული ფიბა-ს 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის „ბ" დივიზიონის ფავორიტად იყო მიჩნეული და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. თუმცა, სერბეთის 20-წლამდეთა გუნდს, განსაკუთრებით, ლატვიელებთან 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში „ბეწვის ხიდზე" გავლა მოუხდათ.  სერბეთის 20-წლამდებმა ფინალური მატჩისკენ გააგრძელეს გზა, ლატვიელებს კი, კვლავ „ბ" დივიზიონში მოუწევთ თამაში. სერბებთან ერთად, „ა" დივიზიონში ისლანდიისა და ესტონეთის ნაკრებები დაწინაურდნენ.


ფინალურ შეხვედრაში კი, ვლადიმირ იოვანოვიჩის ნაკრებმა, მხოლოდ, ერთ, მეორე მეოთხედში მისცა თავს მოდუნების საშუალება (23-16, 16-22, 17-12, 25-17) შედეგად, მესამეს დასაწყისში, ისლანდიელებმა ანგარიში გაათანაბრეს (40-40), თუმცა, აქ, სერბეთის 20-წლამდეთა გუნდს მეორე სუნთქვა გაეხსნათ და შეხვედრაც 14-ქულიანი უპირატესობით, 81-67 მოიგო. სერბთაგან ყველაზე მეტი, 17 ქულა ლუკა პანოვიჩმა დააგროვა, თუმცა, „ბ" დივიზიონის, სიმბოლურ ნაკრებში (კასპერ სურორგი-ესტონეთი, ტორვალდურ არნასონი-ისლანდია, ორტი გუმნარსონი-ისლანდია, ბო კლიტმანი-შვედეთი, მიჰაილო ბოსკოვიჩი-სერბეთი), სხვა,  ყველაზე ემოციური სერბთა მე-5 ნომერი გახდა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, მიჰაილო ბოსკოვიჩს კიდევ ერთი ჯილდო ერგო. ის, ტურნირის MVP-ი გახდა,  „ოქროს ბურთი" კი მას, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ გადასცა.


 
   


მატჩის და დაჯილდოების ცერემონიის ფოტო-ამბავი


სხვათა შორის, ფინალური შეხვედრის ერთ-ერთი მსაჯი, ქართველი კირილე თვაური იყო. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, საჩემპიონო მატჩისთვის მომსახურე მსაჯები მიმდინარე ტურნირზე მომუშავე ინსტრუქტორთა დაკვირვების შედეგად შეირჩა.



მესამე ადგილისთვის, ერთმანეთს ესტონეთისა და ფინეთი 20-წლამდეთა გუნდები შეხვდნენ. ბალტიისპირელებმა სკანდინავიელები 10 ქულით 63-53 დაამარცხეს და ტურნირის ბრინჯაოს მედალიც მოიპოვეს.




შეგახსენებთ, რომ ევროპის 20-წლამდეთა ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები თბილისში, 15 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით ჩატარდა და მასში 19-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრებმა, აღნიშნულ ტურნირში, მე-11 ადგილი დაიკავა.