
გუშინ, თბილისში დასრულებული ფიბა-ს ევროპის 20-წლამდეთა B დივიზიონის ჩემპიონატი, ევროპის საკალათბურთო მმართველმა ორგანომ მაღალ დონზე შეაფასა. ჩემპიონატი, რომელსაც, თბილისში ახალაშენებულ „თბილისი არენაზე", თითქმის მთელი ფიბა აკვირდებოდა, კარზე მომდგარ „ევრობასკეტი 2022"-ის ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად მიიჩნევადნენ, მას დიდი მნიშვნელობას ანიჭედბნენ.
„ფიბა-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ 20-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის „ბ" დივიზიონს წარმატებით უმასპინძლა. ეს იყო სატესტო ღონისძიება ევრობასკეტამდე, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც საქართველოა. ძალიან მიხარია, რომ ბედნიერ სახეებს ვხედავ. ფედერაციამ დიდი შრომა გასწია, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე ჩატარებულიყო. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ტურნირი ასეთ ნოტაზე დასრულდა.
საქართველოში იმიტომ ვიმყოფები, რომ პასუხისმგებელი ვარ ევრობასკეტის ჩატარებაზე. რაც შეეხება ახალ არენას, ეს დღეები ვაკვირდებოდი და კარგად შევისწავლე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევრობასკეტსაც მაღალ დონეზე ჩავატარებთ", - ამბობს ნატალი სენდმანი, ფიბა-ს ღონისძიებების მენეჯერი.

ფინალურ შეხვედრასა ესწრებოდნენ და დაჯილდოების ცერემონიაში მოაწილეობა მიიღეს ფიბა-ს სხვა მაღალჩინოსნებმაც. კერძოდ, ფიბა-ს კომისრებმა, ანდრეას პაპადოპულოსმა, ენგინ ქენერმანმა, ქრისტიან ალტმეიერმა და დამირ კუნოსიჩმა.
„თბილისი არენაზე", ევრობასკეტი 2022 წლის ჯგუფური ეტაპისთვის ბოლო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. ევროპის საკალათბურთო ფორუმამდე, ამ არენაზე კიდევ, რამდენიმე მატჩი (ამხანაგური და ერთიც ოფიციალური) გაიმართება, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრენის მონაწილეობით. მანამდე კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისში დასრულებული ღონისძიება ფიბა-მ მაღალ დონეზე შეაფასა და შესანიშნავი ორგანიზებისთვის კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას სპეციალური ჯილდო გადასცა. პრიზი, ევრობასკეტი 2022-ის ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა, ფიბას ბორდის წევრმა და ფიბა-ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტმა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა - გიორგი ქართველიშვილმა.






ჩვენ








