ლაზარე კუპატაძემ ბათუმის “დინამო” დატოვა

25.07.2022
ავტორი: მაგდა კლდიაშვილი
კლუბმა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად სულ ცოტა ხნის უკან დაადასტურა, თუმცა, საფეხბურთო კულუარებში, ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის მესვეურებმა და სამწვრთნელო შტაბმა, ევროტურნირზე ნაჩვენები შედეგები მეკარის შეცდომებს დააბრალეს და მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.
თუმცა, ამავე კულუარებში ისიც ითქვა, რომ კლუბის მფლობელთან და მენეჯმენტთან შეხვედრისას, ლაზარე კუპატაძესა და სპორტულ დირექტორ, ლადო დვალიშვილს შორის საუბარი დაძაბულობაში გადაიზარდა და მათი გაშველება შეხვედრის მონაწილე სხვა პირებმა მოახერხეს.
ამრიგად, ლაზარე კუპატაძე ბათუმელთა ღირსებას აღარ დაიცავს. როგორც მედიაში ითქვა, მისი გადაბირებით ვლადიმირ ვაისის ბრატისლავის "სლოვანია" დაინტერესებული.





ჩვენ








