
2022 წლის 1 აგვისტოდან ოფიციალურად, ახალი სპორტული სეზონი იწყება ფიგურულ ციგურაობაში. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, 2022-2023 წლების სეზონზე, უფროს ასაკში, გრან პრის ეტაპზე საქართველოს წარმომადგენლები ოთხივე კატეგორიაში იასპარეზებენ. საერთაშორისო საციგურაო ფედერაციის (ISU) მიერ გამოქვეყნებული რეიტინგული სპორტსმენების სია, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ გასული სეზონის შედეგების გათვალისწინებით დათვალა, ქართული გუნდის წარმომადგენელთათვის წარმატებული აღმოჩნდა. შესაბამისად, ISU-ს მიერ შედგენილ გრან-პრის ეტაპებზე მონაწილე სპორტსმენთა შორის საქართველოს 9 წარმომადგენელი მოხვდა. ISU-ს მიერ გაწერილ ეტაპებზე ქართული გუნდი შემდეგნაირად იქნება წარმოდგენილი:
პირველი ეტაპი : 21-23 ოქტომბერი ( ნორვუდი, აშშ)
მეორე ეტაპი : 28-29 ოქტომბერი ( მისისაუგა, კანადა)
მესამე ეტაპი : 4 -6 ნოემბერი ( ანგერსი, საფრანგეთი)
კარინა საფინა - ლუკა ბერულავა
მეოთხე ეტაპი: 11-13 ნოემბერი (შეფილდი,დიდი ბრიტანეთი)
მორის ყვითელაშვილი
ანასტასია გუბანოვა
მარია კაზაკოვა - გიორგი რევია
ანასტასია მეტელკინა - დანიილ პარკმანი
მეხუთე ეტაპი: 18 - 20 ნოემბერი ( საპპორა, იაპონია)
ნიკა ეგაძე
მეექვსე ეტაპი: 25- 27 ნოემბერი ( ესპო, ფინეთი)
მორის ყვითელაშვილი
ანასტასია გუბანოვა
კარინა საფინა - ლუკა ბერულავა
ანასტასია მეტელკინა - დანიილ პარკმანი
ახალი, ოლიმპიური ციკლის პირველი საშეჯიბრო სეზონის გრან პრის ეტაპები, 2022 წლის ოქტომებრში დაიწყება და 8-11 დეკემბერს, იტალიის ქალაქ ტურინში საფინალო ტურნირით დასრულდება.
თუმცა, მანამდე, ბევრად ადრე, 24 აგვისტოდან, სტარტს იუნიორთა შორის გრან პრის გათამაშება აირებს სტარტს.





ჩვენ








