
ბანსკა-ბისტრიცში, ქართველი ძიუდოისტები მორიგ მედალს იგებენ. ამჯერად ბრინჯაოს, ევროპის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე საასპარეზო დღეს, თორნიკე მოსიაშვილმა მოიგო. ქართველმა, -60 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობას პირველი წრიდან შეუდგა. დაამარცხა დანიელი, პოლონელი და სომეხი თანატოლები, მაგრამ ნახევარფინალში სლოვენიელ მეტოქესთან წააგო და ბრიჯნაოს მედლისთვის გააგრძელა ბრძოლა. გადამწყვეტ შეხვედრაში, თორნიკემ, ბელგიელ რეი მარინი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
დღესვე, -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარუმატებლად გამოვიდა სანდრო ახლოური. პირველ წრეში ხორვატ მეტოქეს კი მოუგო, მაგრამ ასპარეზობას მეორე წრეში თურქთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
პირველ წრეში წააგო -52 კგ-ში მოასპარეზე მარიამ ფოცხვერაშვილმა. -57 კგ-ში, ნინო ლოლაძე, რომელიც მეორე წრიდან ჩაერთო ასპარეზობაში, ნიდერლანდების წარმომაგდენელთან კი დამარცხდა, მაგრამ რეპეშაჟიში ასპარეზობბის შანსი მიეცა. აქ, ნინომ, თავდაპირველად, თურქი კი დაამარცხა, თუმცა, ბრინჯაოს მედლის 1/2 ფინალში ესპანელთან დამარცხდა.
სლოვაკეთი დღეს, მოცურავეებმა იასპარეზეს. ლიზი გრიგალაშვილმა ( 200 მ. თავისუფალი სტილი ) 42-ე ადგილი დაიკავა, ნოე ფანცხავამ ( 200 მ. გულაღმა ცურვა) მე-20 ადგილი.
კიდევ ერთ სახეობაში, ტანვარჯიშში, კვალიფიკაცია ვერ გაიარა ელიზაბეტა ქორქიამ.
სეოკ-ის ფოტო





ჩვენ








