მორიგი მედლები ძიუდოისტების ანგარიშზეა
მორიგი მედლები ძიუდოისტების ანგარიშზეა
28.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველმა ჯუდოკებმა, არჩილ მამულაშვილმა და ნინო გულბანმა ახალგაზრდულ  ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. -90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მამულაშვილმა, სტარზე შვეიცარიელი მეტოქე დაამარცხა. შემდეგ, პორტუგალიელ და ჩეხ მეტოქეებსაც მოიგო და 1/2 ფინალშიც გავიდა. თუმცა, დამატებით დროში სლოვენიელ ძიუდოისტთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ასპარეზობა.  გადამწყვეტ შეხვედრაში მამულაშვილმა, ისრაელის წარმომადგენელი ნბარ გაბაია იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი დღეს, -70 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნინო გულბანმა მოიგო. გულბანმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა, აქედან ერთ-ერთი, სლოვაკთან ეფექტური იპონით მოიგო. ნინოს, ფინალში გასვლაც შეეძლო, თუმცა, აქ, დამატებით დროში, მესამე შიდო მიიღო და ბრინჯაოს მედლისთვის გადაერთო. გადამწყვეტ ბრძოლაში, რუმინელი ჰანა ბალოგი დაამარცხა.



-81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალექდანდრე ლოლაძეს წარუმატებელი დღე ჰქონდა. ჩვენიანი, პირველივე წრეში გამოეთიშა ასპარეობას.


ევროპის XVI ახალგაზრდულო ოლიმპიურ ფესტივალზე, დღეს იასპარეზეს ველოსიპედისტებმაც. 94 მონაწილეს შორის ნიკოლოზ ცირეკიძემ  38-ე, გიორგი მარსაგიშვილმა 62-ე, ნიკა ფირანიშვილმა კი, 72-ე ადგილები დაიკავეს.


სლოვაკურ ბანსკა-ბისტრიცაში იასპარრეზეს ბადმინტონის შერეულ წყვილებში გიორგი მჟავია/ელისაბედ ზუმბულიძის წყვილმაც. ჩვენებურები,  პირველი წრის გამოტოვების შემდეგ, მეორე წრეში საბერძნეთის წარმომადგენლებთან 8-21, 11-21 დამარცხდა.