„დინამოს“ უკრაინელ მეკარეს ოპერაცია ჩაუტარდა

18.08.2017
ავტორი:
სკ „დინამო თბილისის“ უკრაინელ მეკარეს სერგეი ლიტოვჩენკოს მარცხენა მტევნის ნავისებურ ძვალზე ოპერაცია ჩაუტარდა. ლიტოვჩენკომ ტრავმა სლოვენიურ შეკრებაზე მიიღო და თბილისში დაბრუნებულს, გაუმიზეზდა.
“ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ახლა აღდგენით პროცესს გავდივარ. თავს კარგად ვგრძნობ და მინდა, მოედანს მალე დავუბრუნდე. რამდენიმე დღეში ინდივიდუალურ ვარჯიშს დავიწყებ. დაახლოებით 3 კვირის შემდეგ, გუნდთან ერთდ სრული დატვირთვით მოვახერხებ ვარჯიშს“ - გვითხრა სერგეი ლიტოვჩენკომ.
უკრაინელი დინამოში 2017 წლიდან ირიცხება. დინამოში ყოფნის დროს გუნდმა, მისი მონაწილეობით 15 შეხვედრა მოიგო, 2-ში დამარცხდადა 1-იც ფრედ ითამაშა.





ჩვენ








