ბათუმის „დინამო“ ევროტურნირებს გამოეთიშა, თამაშის შემდეგ კი, „პირატების“ ტრიბუნაზე ინციდენტი მოხდა
ბათუმის „დინამო“ ევროტურნირებს გამოეთიშა, თამაშის შემდეგ კი, „პირატების“ ტრიბუნაზე ინციდენტი მოხდა
29.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართული კლუბები უეფას 2022-2023 წლების სეზონის ევოტურნირებს დღეს, ოფიციალურად გამოეთიშნენ.

კომენტატორების ენერგიული და სწრაფი მუხტის მიუხედავად, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე", საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბათუმის „დინამომ", ვერ აჩვენა ის თამაში, რასაც მისგან, განსაკუთრებით ადგილობრივები მოელოდნენ. კონფერენს ლიგაში დაქვეითებულმა აჭარულმა გუნდმა, პოლონური პოზნანის „ლეხთან" გამართულ პირველ შეხვედრასთან შედარებით უკეთესად ითამაშა, თუმცა, ამის მიზეზი, ალბათ, უფრო პოლონური გუნდის განწყობა იყო, რომელსაც, მომდევნო ეტაპის საგზური, უკვე ხელთ ჰქოდა და ბათუმში, მხოლოდ, მისი განაღდება იყო საჭირო.


პოზნანელებმა, ბურთი ბათუმელებს დაუთმეს, თუმცა, ამ ვითარებაშიც, მოახერხეს თამაშის გაკონტროლება. თუ უტევდნენ სახიფათოდ, თუმცა, კარის ჩარჩოში, კარისკენ დარტყმის 5 მცდელობიდან, მხოლოდ 2-ჯერ გაუშვეს ბურთი და ერთი, 76-ე წუთზე გაიტანეს. ჟერვინსკიმ ნიკა კვეკვესკირის გადაცემით, ანგარიში გაათანაბრდა. სხვათა შორის, პოლონურმა კლუბმა, ამის გაკეთება, 12 წუთში მოახერხა მას შემდეგ, რაც, 64-ე წუთზე, მათე ვაწაძემ, მილან რადინიდან დაწყებული შეტევა, ირაკლი აზაროვის ზუსტი გადაცემის შემდეგ, ლოგიკურად, გოლით დაასრულა.


გუნდიდან ლაზარე კუპატაძის წასვლის შემდეგ, უნდა აღინიშნოს, რომ კარში კარგად იდგა, მიშა ალავიძე. თუმცა, რამდენ ხანს მიანდობს კარს გია გეგუჩაძე, მეკარეს, რომლის წყალობითაც, ბათუმი ქართულ ჩემპიონატზე ძლიერთა შორის დაბრუნდა რთული სათქმელია.  ბათუმში კი, მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. თუმცა, ორი შეხვედრის ჯამში, აჭარულმა კლუბმა 6-1 წააგო და უეფა-ს ევროტურნირების მეორე გათამაშებასაც გამოეთიშა.


საერთო ჯამში, ბათუმის „დინამომ" ევროტურნირებზე (ორ ტურნირზე) 4 შეხვედრა ჩაატარა, 2 შეხვედრაში ფრედ ითამაშა, 2-იც წააგო. აჭარული გუნდი, უმაგრესი ახალი სტადიონის, იქ გამეფებული ატმოსფეროს, კლუბის ხელმძრვანელობისა და კლუბის კეთილმოსურნეთა მთელი რესურსის მიუხედავად, უეფა-ს ევროტურნირების ვერც ერთ ჯგუფში ვერ მოხვდა და ეს საქმე, სამომავლოდ გადადო.


და ბოლოს - მატჩამდე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე პატარა ინციდენტი მოხდა, ადგილობრივ გულშემატკივარსა და პოზნანიდან ჩამოსულ „ლეხის" ფანებს (ულტრასებს) შორის. საქმეში, პოლიცია ჩაერთო და ამბავიც დაშოშმინდა. თუმცა... თამაშის დასრულების შემდეგ, როდესაც სტადიონი დაიცალა, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე მხოლოდ ე.წ. „პირატებისა" და სტუმარი გუნდის სექტორში დარჩა ხალხი. პროტოკოლის მიხედვით, სტუმარი გუნდის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მასპინძელმა მხარემ, „ლეხის" ულტრასები ადგილზე გააჩერა და ქართველი გულშემატკივრისგან სტადიონის დაცარიელებას დაელოდა. თუმცა, „პირატების" სექტორზე, დაშლას არ აპირებდნენ.


„როგორც მე ვიცი და გავარკვიე ორი მთვრალი პირატი პროვოკაციას ახდენდნენ. რაზეც შენიშვნა მისცა ორმა სხვა პირატმა. მაგათ შორის კამათი წავიდა და ამ მთვრალმა დაარტყა. იმათაც შეუბრუნეს. მთელი ტრიბუნა მანდ მივიდა და ვინ სად ეგდო ვერ გაარკვევდი. დატეხეს, დალეწეს სკამები და შსს შემოვარდა. მიყავდათ და მიყავდათ ხალხი ხელში აყვანილები", - გვიყვება TSFF.Ge-ს ამბის ერთ-ერთი შემსწრე, რომელიც დასძენს, რომ პოლონელები ამ ყოველივეს შორიდან ადებნებდნენ თვალს.


სტუმარი გუნდის ფანებმა კი, აჭარაბეთ არენა, მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს, რაც სტადიონის ტერიტორია ყველა გულშემატკივრისგან დაიცალა. ისინი ძალოვანების ესკორტის თანხლებით, სამშვიდობოს გაიყვანეს.


იხილეთ, ირაკლი ინასარიძის ფოტო-ამბავი

ბათუმის "აჭარაბეთ არენას" მიმდებარე ტეროტორიიდან მასალა რიგითმა გულშემატკივარმა, ამბის თვითმხილველმა მოგვაწოდა, რისთვსიაც ვუხდით მადლობას.