ძიუდოისტების ასპარეზობა ქართული ჰიმნით სრულდება
ძიუდოისტების ასპარეზობა ქართული ჰიმნით სრულდება
29.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბანსკა-ბისტრიცაში, ძიუდოისტთა შეჯიბრი დღეს, საქართველოს ჰიმნით დასრულდა. სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეხუთე საშეჯიბრო დღეს, მძიმეწონოსანმა გიორგი ტაბატაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. +100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ჯუდოკამ, ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ფინალამდე ესტონეთის, გერმანიისა და პოლონეთის წარმომადგენლები დაამარცხა. ფინალში გიორგი რეჯებ ერგინს შეხვდა და ორ წუთში იპონით დაამარცხა.

ამ დღეს,  საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი შეემატა სათვალავას. გიორგის გარდა, -100კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა გიორგი ბადუაშვილი. ქართველმა ასპარეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყო. პირველ შეხვედრაში, უნგრელი მოწინააღმდეგეს აჯობა, მაგრამ 1/2 ფინალში რუმინელ თანატოლთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის გააგრძელა ბრძოლა. აქ, ბადუაშვილმა სომეხ ერიკ საგატელიანს მოუგო.


საერთო ჯამში, სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში, ქართველმა ძიუდოისტებმა,  7 მედალი მოიპოვეს,  2 ოქროს და 5 ბრინჯაოსი (ფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ დავით ლომიტაშვილი (-55კგ) და გიორგი ტაბატაძე (+100კგ); ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: დავით ქარელი (-60კგ), თორნიკე მოსიაშვილი (-66კგ), ნინო გულბანი (-70კგ), არჩილ მამულაშვილი (-90კგ), გიორგი ბადუაშვილი (-100კგ). ამ მაჩვენებლით, ჩვენი ვაჟთა ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში, 2 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი გავიდა. თუკი ამ შედეგს, გოგონათა შედეგებსაც დავუმატებთ, ქართველები მესამე ადგილზე ვართ.


აქვე გეტყვით, რომ ხვალ, საქართველოს ძიუდოისტები გუნდური ოქროსთვის იასპარეზებენ. ასპარეზობას ჩვენები მეორე წრიდან დაიწყებენ და მათი მეტოქე მოლდოვას ნაკრები იქნება.


ბადროს ტყორცნაში მედალი ვერ მოიპოვა, მაგრამ 44.91 მეტრით პირადი შედეგი გააუმჯობესა ვაჟა მარტყოფლიშვილმა, რომელმაც ასპარეზობა მე-12 შედეგით დაასრულა ასპარეზობა.



სეოკ-ის ფოტო