აგვისტოს ბოლოს საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იწყებს ასპარეზობას
აგვისტოს ბოლოს საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იწყებს ასპარეზობას
30.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს წყალბურთელა ეროვნული ნაკრები მორიგი ტურნირისთვის ემზადეა. 27 აგვისტოს ხორვატიაში, ქალაქ სპლიტში, სტარტს აიღებს წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი. აღნიშნულ შეჯიბრში, საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე, მეხუთედ იასპარეზებს. 

დეიან სტანოევიჩის გუნდი, წილისყრის შემდეგ, „ა" ჯგუფში მონტენეგროს, იტალიისა და სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.


ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას, მონტენეგროს ნაკრებთან გამართავს. შეგახსენებთ, რომ ბოლოს, 24 ივნისს, ბუდაპეშტში, მარგიტის კუნძულზე, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ შეხვედრაში შეხვდა და 1 ბურთის სხვაობით, 9-10 დამარცხა. მატჩი, 29 აგვისტოს, თბილისის დროით 12:30 საათზე გაიმართება.


მომდევნო მატჩს, ჩვენი გუნდი, 29 აგვისტოს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრას, 2 სექტემბერს სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს.