
სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში დღეს, ოფიციალურად დაიხურა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი. დასკვნით დღეს, ქართველმა ძიუდოისტებმა სათვალავს გუნდური ბრინჯაოს მედლებიც დაუმატეს.
გუნდურ ასპარეზობაში, რომელშიც სტარტი 21-მა ქვეყანამ აიღო, საქართველოს ნაკრები მეორე წრიდან ჩაერთო. თავდაპირველად ჩვენები, მოლდოვას ნაკრებს დაუპირისპიდრნენ და 0-2-ს აგებდნენ (შეხვედრები ნინო ლოლაძემ (-63კგ) და სანდრო ახლოურმა (-81კგ) დათმეს) თუმცა, ქართული გუნდის მომდევნო სამმა წევრმა ნინო გულბანმა (+63კგ), გიორგი ტაბატაძემ (+81კგ) და მარიამ ფოცხვერაშვილმა (-52 კგ) სამი შეხვედრა მოიგეს და მოლდოველებს ერთი ქულით გადაასწრეს. გუნდური ასპარეზობის პირველი სტარტი შეეძლო თორნიკე მოსიაშვილს (-66კგ) დაესრულებინა, თუმცა, ჩვენებურმა წააგო და ანგარიში გათანაბრდა, 3-3. აქ, ე.წ. გოლდენ სქორი დაინიშნა, სადაც, ქართული გუნდის პრესტიჟის დაცვა სანდრო ახლურს მოუწია. ამ შემთხვევაში, სანდრომ, გათვალა მეტოქესთან რა შეცდომა არ უნდა დაეშვა და განსხვავებით, პირველი დაპირისპირებიდან, გამარჯვება 4-3, რევანშის აღება და საკუთარი გუნდის მომდევნო ეტაპზე გაყვანა მოახერხა.
მომდევნო შეხვედრა, ჩვენმა გუნდმა უკვე იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მშრალი ანგარიშით 4-0 მოახერხა. აქ ყველაზე საინტერესო ის გარემოება იყო, რომ „როგორც წესი" მსაჯი, ქართველს შიდოს აძლევდა, ან უფრო მეტი, ჩვენს უკვე ვაზარიც ჰქონდა გაშვებული, თუმცა, ამის შემდეგ, რამდენიმე წამში, მეტოქეს იპონზე აგდებდნენ. როგორც ჩანს, მარიამ ფოცხვერაშვილს, გიორგი ტაბატაძეს, ნინო გულბანსა და სანდრო ახლოურს, უბრალოდ, ცოტა მეტი „გაბრაზება" სჭირდებოდათ.
1/2 ფინალში, ქართული გუნდი, უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდა, სადაც განსაკუთრებით საყურადღებო გოგონები იყვნენ. სამწუხაროდ, ჩვენი სამივე გოგონა დამარცხდა 4-2. თუმცა, გიორგი ტაბატაძემ და თორნიკე მოსიაშვილმა, თავისი შეხვედრები მოიგეს. შესაბამისად, შეხვედრა დამატებით დროში, რომ გადასულიყო, სანდრო ახლოურს უნდა გაემარჯვებინა. შეხვედრაში მცირე უპირატესობა ქართველს ჰქონდა და თუმცა, უკრაინელმა ჩვენებური იპონზე დასცა და საკუთარი გუნდი ფინალში გაიყვანა. საქართველოს ნაკრებმა კი, ბრინჯაოს მედლების გზაზე გადაინაცვლა.
ბოლო დაპირისპირებაში, ჩვენი გუნდი გერმანიის ნაკრებს შეხვდა. ისევე, როგორც გუნდური ასპარეზობის სტარტზე, ამჯერადაც, ქართულ გუნდს, ბეწვის ხიდზე მოუხდა გავლა. გიორგი ტაბატაძემ, ნინო გულბანმა და სანდრო ახლოურმა პირველი სამი შეხვედრა მოიგეს და ქართული გუნდსაც გამარჯვებასთან ერთი ნაბიჯი აშორებდა. თუმცა, ამის შემდეგ, ზედიზედ სამი ორთაბრძოლა დავთმეთ. საბოლოოთ, დამატებით დროში, გიორგი ტაბატაძეს მოუხდა ასპარეზობა, რომელმაც კვლავ გაიმარჯვა, ანგარიში 3-4 გახდა. ქართულმა გუნდმა კი, ბრინჯაოს მედლები მოიგო.
ბუნებრივია, ისე, როგორც ამას IJF-ის ეგიდით გამართულ ტურნირებზე გიორგი ჭანიშვილი აკეთებს, ვერა, მაგრამ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, „ძიუდოს ხმა" ცდილობდა ქართული გვარები სწორად გამოეცხადებინა, ამასთან ხშირად იშველიებდა სიტყვას „გამარჯვეული" და ლურჯის ნაცვლად „ცისფერი". შესაძლოა ეს დეტალი ბევრი ვერაფერი, თუმცა, როდესაც ამ რანგის შეჯიბრზე, უცხო ქვეყანაში, შენს ენაზე გიცხადებენ, უკვე აღიარებას ნიშნავს. რაც შეეხება შეჯიბრის ფინალს, აქ, უკრანის ნაკრები, აზერბაიჯანის გუნდს დაუპირისპირდა და დამარცხდა. შესაბამისად, გუნდური ასპარეზობა, ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა მოიგო.





ჩვენ








