„ზაფხულის თასი“ - შეჯიბრი კონკურში
„ზაფხულის თასი“ - შეჯიბრი კონკურში
31.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ 30 და 31 ივლისს, თბილისში, „ზაფხულის თასი" გათამაშდა დაბრკოლებათა გადალახვაში. დღეს, ლისის იპოდრომზე თავდაპირველად სტარტზე, ქვეყნის მასშტაბით არსებული რამდენიმე თავლიდან, მხედრებმა, ახალგაზრდა ცხენებით იასპარეზეს. საბოლოოდ, გამარჯვებულისა და პრიზორების გამოსავლენად, დამატებითი წინაღობები ოთხმა ცხენმა და სამმა მხედარმა გადალახა. აქ, ორი ცხენით რუსუდან ფიცხელაური ასპარეზობდა, რომელმაც საბოლოოდ, ერთ-ერთი ტიტულოვანი ცხენით „კაბზონი" ტურნირი მოიგო. მეორე ადგილი შალვა გაჩეჩილაძემ დაიკავა, ცხენით „ლოლა", ხოლო მესამე ნიკოლოზ ხაბაძე იყო, „პელეთი".



დღეს მეორედ, შეჯიბრის სტარტი გამოცდილ ცხენებს დაეთმოთ. ასპარეზობაში საერთო ჯამში, 9 ცხენით, შვიდმა მხედარმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო მეზობელი სომხეთის წარმომადგენელი. ორ-ორი ცხენით კი, შალვა გაჩეჩილაძემ და თორნიკე პაპიაშვილმა იასპარეზეს.  აღსანიშნავია, რომ შალვა გაჩეჩილაძემ ორივე ცხენით მოახერხა კვარცხლბეკზე ასვლა. მხედარმა ბრინჯაოს მედალი, „პოლადიუმით", პირველი ადგილი კი, „მოდესტით" მოიგო. „მოდესტი" თავლაში, ახალი „შევსებიდან" ერთ-ერთი ცხენია. რაც შეეხება, მეორე ადგილს, ის, გიორგი ქანთარიას ერგო, 10 წლის „მელომანთან" ერთად.




შეჯიბრი საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით ჩატარდა.



შეჯიბრის ფოტო-ამბავი