
გიორგი ხიზანიშვილის 17-წლამდე ნაკრები აგვისტოში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მზადების პროცესში, ჩვენი გუნდი 9 და 11 აგვისტოს მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაშები, რუსთავში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში ჩატარდება და 19:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნული მატჩებისთვის გიორგი ხიზანიშვილმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორის 15, „დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიას" წარმოადგენს. მათ გარდა, გუნდში, „საბურთალოს", „ლოკომოტივის", ესპანური „ლეფიას", უნგრული „კერულეტის", ინგლისური ქ.პ.რ.-სა და „ბორნმუთის" წარმომადგენლები არიან.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდს, ის 2022 წლის შემოდგომაზე გაიმართება, 25-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით თამაშებს საქართველო უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ინგლისის, ისრაელისა და ლიეტუვას 17-წლამდე გუნდებთან ერთად არის.
25 ოქტომბერი / საქართველო - ისრაელი
28 ოქტომბერი / საქართველო - ინგლისი
31 ოქტომბერი / საქართველო - ლიეტუვა
U17 -ის შემადგენლობა ორი ამხანაგური მატჩისთვის:
მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), მათე საური (დინამო თბილისი), ლუკა ხელაშვილი (დინამო თბილისი)
მცველები: დავით ქელდიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო), გიორგი მეფარიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა შაშიაშვილი (დინამო თბილისი), თორნიკე მინდიაშვილი (ლეფია, ესპანეთი), თორნიკე კაპანაძე (კერულეტი, უნგრეთი), ნიკა ბენდიანიშვილი (დინამო თბილისი), გიგი გოგია (ქ.პ.რ. ინგლისი), რატი გრიგალავა (დინამო თბილისი), ნიკა კალანდაძე (საბურთალო)
ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), დათა ინაიშვილი (საბურთალო), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი), ავთანდილ მაშავა (დინამო თბილისი), საბა სამუშია (დინამო თბილისი), ნიკა ტკალია (დინამო თბილისი), გიორგი ჩაჩუა (საბურთალო), გიორგი მანუელ გონსალვეს ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი)
თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (დინამო თბილისი).
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








