2019 წლიდან ახალი ეტაპი, უფრო ძლიერ მეტოქეებთან ერთად
2019 წლიდან ახალი ეტაპი, უფრო ძლიერ მეტოქეებთან ერთად
22.04.2018
ავტორი:

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში იასპარეზებს. კეიპტაუნში გამართულ ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დივიზიონში ასპარეზობისას საქართველოს ნაკრებმა 5 შეხვედრა ჩაატარა და 4 მატჩში გამარჯვება მოიპოვა.

საქართველო - თურქეთი  6-2

ბულგარეთი - საქართველო  3-5

საქართველო - ჰონგ-კონგი 11-1

სამხრეთ აფრიკა - საქართველო 4-2

საქართველო - ტაიპეი 11-2

ქართველმა ჰოკეისტებმა საერთო ჯამში 36 შაიბა გაიტანეს და საკუთარ კარში, მხოლოდ 10 მიიღეს. მიუხედავად ამისა, ქართველებისთვის უჩვეული სპორტის სახეობას მიუჩვეველმა გულშემატკივრებმა, ჩვენი ნაკრების ერთი მარცხი, „კრიტიკულად" მიიღო, შესაბამისი სოციაურ-ქსელური აქტიურობით. თუმცა, არც კი გაუზარებიათ, რომ მსგავს აქტივობას, შეეძლო გადამწყვეტი  მატჩის წინ, რომლის შედეგიც მარტო საქართველოს ნაკრების კარგ თამაშზეც არ იყო დამოკიდებული, ჩვენს გუნდზე ცუდი ფსიქოლოგიური გავლენის მოეხდინა შეეძლო.  

„ძალიან ცუდი დღე იყო, ვალდებული ვარ ობიქტური ვიყო და სამხრეთ აფრიკელების მეკარის საოცარი თამაში გამოვყო (50 სეივი). ძალიან დიდი ბოდიში, რომ დაგაღალატეთ დღეს. თუმცა წინ ტაიპეი გველოდება, წინ აუცილებელი გასამარჯვებელი თამაში გველოდება და ამით მივაღწევთ მიზანს", -  ასეთი მესიჯი დაუტოვეს „უკმაყოფილო გულშემატკივარს" ქართველმა ჰოკეისტებმა, ყინულის ჰოკეის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.

მიუხედავად ამ მარცხისა,  გადამწყვეტ თამაშამდე საქრათველოს ნაკრები გათამაშების ცხრილს 9 ქულით ლიდერობდა და უშუალო კონკურენტებს, ბულგარეთსა და თურქეთს ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის ხარჯზე სჯობნიდა. გადამწყვეტ მატჩში კი როლან სვანიძის შეგირდებმა  მობილიზება მოახერხეს და  თამაშიც, ტაიპეის ნაკრებთან 11-2 მოიგეს.

ჯგუფში, პირველ ადგილზე გასვლის შემდეგ, საქართველის ყინულის ჰოკეისტთა ნაკრებმა მე-3-დან მე-2 დივიზიონში აინაცვლა და ახლა, 2019 წლიდან ახალ ტურნირში, უფრო ძლიერ მეტოქეებთან ერთად მოუწევს თამაში.