საქართველოს 17 წლამდე 3×3 კალათბურთელთა ნაკრები ევროპის თასის საკვალიფიკაიო ტურნირზე მიემგზავრება
საქართველოს 17 წლამდე 3×3 კალათბურთელთა ნაკრები ევროპის თასის საკვალიფიკაიო ტურნირზე მიემგზავრება
04.08.2022
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

საქართველოს 17 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის თასზე გასასვლელად საკვალიფიკაციო ტურნირში სამონაწილეოდ მიემგზავრება. შეჯიბრს უნგრეთის ქალაქი შოლნოკი უმასპინძლებს და მასში საქართველოსთან ერთად 11 ქვეყნის ნაკრები - ავსტრია, დანია, ესტონეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, შვედეთი და უკრაინა იასპარეზებს.


საქართველოს ნაკრებში 6 კალათბურთელია, საიდანაც 2 სათადარიგოა, 4 კი შოლნოკში ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს. ნაკრების მწვრთნელი დავით გასიტაშვილი გახლავთ, ხოლო გუნდის მენეჯერი კალათბურთის ფედერაციაში 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელი, გიგა გურგენიძე.


ნაკრების ძირითადი 4 კალათბურთელია ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი, ლუკა კოკოჩაშვილი, საბა ნარიმანიძე და საბა სალაძე. სათადარიგონი კი ლუკა ზაბახიძე და საბა ვაჩნაძე. ევროპის თასის 12 მონაწილე 4 ჯგუფშია განაწილებული. საქართველო B ჯგუფში მოხვდა ესტონეთისა და შვედეთის ნაკრებებთან ერთად. მომდევნო ეტაპზე თითო ჯგუფის 2-2 საუკეთესო გადის.


საქართველო 6 აგვისტოს ესტონეთს, ხოლო 7-ში შვედეთს დაუპირისპირდება. ჩვენი ჯგუფიდან გასული გუნდები მეოთხედფინალში D ჯგუფის მოწინავე გუნდებს დაუპირისპირდებიან, სადაც ლიეტუვა, ლატვია და დანია არიან თავმოყრილნი.