18-წლამდე ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრებიან
18-წლამდე ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრებიან
05.08.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა 18-წლამდე ნაკრები 7-13 აგვისტოს, ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თელ-ავივში ჩატარებდა. ასპარეზობაში, რომელიც რამდენიმე ეტაპად გაიმართება, თავდაპირველად 7 ნაკრები, ორ ჯგუფში გამოარკვევს საუკეთესობეს და შემდეგ, ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს.

ქართველები 4-გუნდიან „ბ" ჯგუფში მოხვდნენ. გიორგი გვაზავასა და შოთა თევზაძის გაწვრთნილი ნაკრები, მასპინძელი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების გარდა, ლიეტუვისა და ბულგარეთის ნაკრებებს შეხვდება.


ქართველი ხელბურთელები ისრაელში, დღეს ღამით გაემგზავრებიან. პირველ შეხვედრას კი, ჩვენი 18-წლამდე გუნდი, 7 აგვისტოს, თელ-ავივის „Drive-in არენაზე" ლიეტუვას წინააღმდეგ ჩაატარებს.


აქვე გეტყვით, რომ ჯგუფიდან, მომდევნო ეტაპზე 2-2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გადის. 1/2 ფინალური მატცები 12 აგვისტოს, ფინალური და მესამე ადგილისათვის თამაშები კი,  13 აგვისტოს გაიმართება.


ა ჯგუფი:

ნიდერლანდები

ჩეხეთის რესპუბლიკა

საბერძნეთი


ბ ჯგუფი:

ბულგარეთი

საქართველო

ლიეტუვა

ისრაელი


თმაშების კალენდარი

7 აგვისტო / ლიეტუვა - საქართველო

8 აგვისტო / საქართველო - ისრაელი

10 აგვისტო / ბულგარეთი - საქართველო

12 აგვისტო - 1/2 ფინალი

13 აგვისტო - ფინალი / III ადგილი


ტიტულის მოგების შემთხვევაში, გამარჯვებული გუნდი უფლებას მიიღებს, M20 EHF EURO 2024-ში მიიღოს მონაწილეობა, ისევე როგორც, 2023 წელს გასამართ  M19 მსოფლიოს ჩემპიონატზე. ყველა მატჩის ტრანსილაციას  live on EHFTV -ზე იხილავთ.