საფეხბურთო სეზონი დ. ყიფიანის თასის 1/16 ფინალით ახლდება
საფეხბურთო სეზონი დ. ყიფიანის თასის 1/16 ფინალით ახლდება
05.08.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალიდან სამი დღის მანძილზე, საქართველოში საფეხბურთო სეზონი განახლდება. უშუალოდ ეროვნული საფეხბურთო პირველობის განახლებამდე, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/16 ფინალური თამაშები გაიმართება. თუმცა, მანამდე დღეს, სფფ-ში, აღნიშნული გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.




შეგახსენებთ, რომ 1/8 ფინალური ეტაპიდან გათამაშებაში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, დინამო ბათუმი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი, საბურთალო ერთვებვიან.  მანამდე კი, გათამაშებას 6, 7  და 8 აგვისტოს, ეროვნული ლიგაში და ლიგა 2-ში მოასპარეზე, საერთო ჯამში 16 გუნდიც დაემატება.


1/16 ფინალის თამაშების კალენდარი იხილეთ ბმულზე.


დებულების შესაბამისად, მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელი ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება. დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე ეტაპის შეხვედრები 13 და 14 სექტემბერს გაიმართება.