
გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი - ამ შემადგენლობით, ილიას ზუროსის საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, ქალაქ კეჩკემეტში, უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ პირველი სპარინგი გამართა და მინიმალური ერთქულიანი ანგარიშით 89-88 დამარცხდა.
დღევანდელ შეხვედრაში ილიას ზუროსის 12-კაციანი შემადგენლობიდან (გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური) პარკეტზე, მხოლოდ გივი ბაქრაძე არ გამოსულა. ყველაზე შედეგიანი კი, ოროვე გუნდიდან 19 ქულით თორნიკე შენგელია იყო. აქვე გეტყვით, რომ უნგრეთის ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი ადამ ჰანგამ მხოლოდ, 13 ქულა დააგროვა.
თავად შეხვედრა, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თუმცა, ჩვენებს, მთელი მატჩის მანძილზე მდევრის როლში მოუხდათ ყოფნა. უნგრელებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და პირველი მეოთხედის 7 ქულით მოგებაც მოახერხეს 31-24. მეორე მეოთხედის ბოლოს საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის ოდნავ შემცირება მოახერხა და მონაკვეთიც მოიგო 16-18. თუმცა, შევხედრას 5 ქულით მაინც აგებდა.
მატჩამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა განაცხადა, რომ მის გუნდს აქვს „გარკვეული სახის, გამოსწორებადი პრობლემები", აღნიშნა, რომ ამ თამაშებს „დაცვასა და შეტევაში გამოსასწორებელი" შეცდომებისთვის გამოიყენებდა. დღევანდელი მოცემულობით,
ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ უნგრეთის ნაკრები მარტივად ახერხებდა პერიმეტრზე ხელსაყრელ პოზიციაში თანაგუნდელის გაყვანას, შედეგად უნგრელებმა 13 სამქულიანი ცაგვიგდეს - ეს ერთი, რაზეც დარჩენილ თამაშებში ზუროსის გუნდს სამუშაო აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, ანგარიშში მხოლოდ 1 ქულა იყო სხვაობა, შესაბამისად თითქოს შეტევაში ქართველთა გუნდი კარგად გამოიყურებოდა, ზუროსის ბიჭებს, დამატებით, „ფარზეც მოუწევთ" მუშაობა - რამდენიმე გადამწყვეტ მომენტში, სწორედ ფარზე წაგებული ბრძოლის შემდეგ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ თამაშის საჩვენოდ შემოტრიალება. მესამე მეპთხედი 21-19 წავაგეთ. ბოლო კი, 6 ქულით, 21-27 მოვიგეთ, თუმცა, ზემოთ აღნიშნული შეცდომების გამო, როდესაც ანგარიში 82-82 იყო, ჩვენებმა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს. ალბათ, ყურადსაღებია, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა შედეგიანმა მაკფადენმა 4 ქულა დააგროვა და აქედან, მხოლოდ ერთი 2-ქულიანი და ორიც საჯარიმო სროლაა. თადს, პერიმეტრიდან სროლის მხოლოდ ორი უშედეგო მცდელობა ჰქონდა. თადის მსგავსად, უნგრელებმა მოახერხეს რატი ანდრონიკაშვილის შეჩერებაც. ახალგაზრდა ქართველის გვარის გასწვრივ საბოლოოდ 0 ქულა იყო - მიუხედავად იმისა, რომ პარკეტზე კალათბურთელმა 17:10 წთ დაჰყო, მხოლოდ ორჯერ ისროლა 3-ქულიანი ზონიდან და ისიც უშედეგოდ. შენგელიას მსგავსად, შედეგიანი იყო გიორგი შერმადინი, რომლის ანგარიშზე 18 ქულაა. 16 ქულა დააგროვა დუდა სანაძემ. კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე კი, 10 ქულა იყო. აქვე გეტყვით, რომ ცინცაძემ 5, ბურჯანაძემ 9, ბოქოლიშვილმა 3, ბექაურმა 0, ლონდარიძემ კი 4 ქულა დააგროვეს.
და კვლავ, მატჩამდე, ზუროსმა განაცხადა, რომ „წინ ამხანაგური მატჩებია, რომლებშიც ჩვენ არ ვფიქრობთ შედეგებზე, არამედ ჩვენი მიზანია გუნდის განვითარება და როგორც დაცვითი, ისე შეტევითი პოტენციალის გაძლიერება"-ო. სავარაუდოდ ხვალ დილით, ზუროსი უნგრელებთან თამაშს შეაფასებს, თბილისში გამომგზავრებამდე კი, საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ მატჩს გამართავს უნგრელებთან, რომელიც გულშემატკივარისა და მედიისთვის დახურული იქნება.





ჩვენ








