
დღეს, მოდაშია წერა საფეხბურთო ტრანსფერებზე, ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატებზე, სადაც ქართველებიც 90-იანი წლების შემდეგ, ისევ ახერხებენ დაბრუნებას... მესის „მაკრატელა" გოლი და მისი შედარება ვთქვათ ლევანდოვსკის გატანილ გოლთან, ნახტომის სიმაღლის შეფარდება და ა.შ. თან ვწერთ თარგმანს და შემდეგ, ახალი ქართული მედია, ამას ქოფი-ფეისთით, ვირუსულად ავრცელებს. თუმცა, მე დღეს, განსხვავებული ამბავი მინდა დავწერო, რაც სოცქსელმა „ამომიგდო" და ჩემი მეგობრის, ქართლოს ჭუმბურიძის სახელს უკავშირდება. ადამიანისას, რომელმაც ქართული ფეხბურთისთვის საკმაოდ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ მისი სახელი თაობებმა იცოდნენ.
6 აგვისტოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის სათემო უბნის სტადიონზე ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი VIII-ე ტრადიციული მინი-საფეხბურთო ტურნირი დასრულდა. როგორც იმერეთის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, ტურნირის ბოლო დღეს, ორი შეხვედრა ჩატარდა. მე-3 ადგილისთვის „ზედა სიმონეთის" გუნდი, „LMNTRIX" სიმონეთს დაუპირისპირდა და 8-1 (3-0) გაიმარჯვა.
ფინალიში კი, ბარდუბანის „მერანი" ამავე სოფლის „სათემოს" შეხვდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა. სხვათა შორის, ეს ანგარიში პირველი ტაიმის შემდეგაც არ შეცვლილა, ისევე, როგორც დამატებით დროში. გამარჯვებული კი, პენალტებპის სერიაში გაირკვა, სადაც „სათემომ" 1-4 გაიმარჯვა.
საუკეთესო მეკარე - ზაზა სამანიშვილი („სათემო")
საუკეთესო მცველი - ვახტანგ ფუტკარაძე („სათემო")
საუკეთესო თავდამსხმელი - დათო ვერულაშვილი („ზედა სიმონეთი")
საუკეთესო ბომბარდირი - ლაშა კეზევაძე („მერანი")
ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - ლუკა ცირეკიძე („სათემო")
საუკეთესო ფეხბურთელი - დიმა არეშიძე („მერანი")
სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ - ელგუჯა აბულაძე და ოთარ ჭუმბურიძე
ბუნებრივია, სტატიის დასაწყისში ნახსენები ტოპ-საინფორმაციო მორევის ფონზე, მსგავსი „ნიუსებით" ქართული მედია არ ინტერესებდა. თუმცა, ბავშვთა, ქუჩის, ქალთა, სოფლის ფეხბურთი ყოველთვის იყო და იქნება პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში და არა მხოლოდ, საქართველოში. შესაბამისად, ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი და სხვა მსგავსი სახალხო ტურნირები, ალბათ, უფრო მეტად საყურადღებო და დასაფასებელია. არ არის აუცილებელი ყველა პროფესიონალი ფეხბურთელი იყოს. ჩემი აზრით, დღეს ქართულ საფეხბურთო რეალობაში, გამონაკლისების გარდა საფეხბურთო განათლების ნაკლებობაა. მასობრივობა კი, ამ დანაკლისის შევსებაში დიდ საქმეს გააკეთებს - უბრალოდ გააჩენს ინტერესს გაიგოს მეტი.
სხვათა შორის დღეს, ვინც „აღფრთოვანებით წერს" „კვარაზე", ზუკაზე, აზაროვზე, „მამარდაზე", „ჩაკვეზე" (ცოტა ნაკლებად ამ ბოლო დროს) და ამ და ცოტა უფროსი თაობის ფეხბურთელებზე, სულაც არ იცის, რომ არანაკლებ წარმატებულები სულ რამდენიმე წლის წინ, ბავშვთა ტურნირებზეც იყვნენ. საკმაოდ საინტერესოდ ასპარეზობდნენ და ფეხბურთის ჭეშმარიტ მოყვარულებს თავს ამახსოვრებინებდნენ. ეს ისე, ლირიული გადახვევა...
იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის ფოტო





ჩვენ








