
11 აგვისტოს, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მატჩის არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას, დავით გაბისონია და დავით ჩიგოგიძე დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი კი, ირაკლი კვირიკაშვილი იქნება.
ბუნებრივია, ქართველი მსაჯების დანიშნვა უეფა-ს ტურნიერებზე არახალია, თუმცა, ამჯერად ჩვენი ინტერესი, მატჩში მონაწილე გუნდებიდან ერთ-ერთმა და შესაბამისად, მატჩის გამართვის ადგილმა გამოიწვია.
ჩვენებურებს, ამ დღეს, ფარერის კუნძულებზე, ქალაქ ტორშავნში, ტორსვოლურის (Tórsvøllur) იმ სტადიონზე მოუწევთ მატჩის განსჯა, სადაც, 2020 წლის სექტემბერში, „დინამო თბილისი" დიდი ანგარიშით დამარცხდა და ევროტურნირებს გამოეთიშა. ამასთან, გოგა კიკაჩეიშვილის ბრიგადა, ფარერის კუნძულების სწორედ იმ ავადმოსაგონაი „კლაკსვიკისა" და კოსოვოს „ბალკანის" შეხვედრას განსჯის.





ჩვენ








