საქართველოს დავით ყიფიანის თასის ყველა მერვედფინალისტი ცნობილია
საქართველოს დავით ყიფიანის თასის ყველა მერვედფინალისტი ცნობილია
08.08.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სამი დღის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2023 წლის სეზონის 1/16 ფინალური მატჩები გაიმართა. გათამაშების ამ ეტაპზე ქვეყნის მთავარი გათამაშების, ეროვნული ლიგის მონაწილე 8  და ლიგა 2-ის გუნდები ჩაერთვნენ. 

თასის ამ ეტაპის პირველ საასპარეზო დღეს, ლიგა 3-ის წარმომადგენელმა „დინამო თბილისი 2"-მა, ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ბოლნისის „სიონი" გამოთიშა ასპარეზობას. თბილისში, „ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე", ანგარიში დინამოელებმა მე-3 წუთზე გახსნეს. გოლი ჯადული იობაშვილმა გაიტანა თავით. აკადემიის აღსაზრდელები, აშკარად ჯობნიდნენ მეტოქეს, თუმცა, მომენტების რეალიზებას ვერ ახერხებდნენ. შეხვედრის 26-ე წუთზე თბილისელთა მასიურ შეტევას, სტუმართა მხრიდან ხელით თამაში და შესაბამისად 11-მეტრიანი მოჰყვა, რომელიც, თორნიკე მორჩილაძემ, 27-ე წუთზე გოლად აქცია. ამის შემდეგ, 1 წუთიან მონაკვეთში თბილისელთა მე-5 ნომერი, გოირგი ჩხეტიანი 1 წუთში ორ ყვითელ ბარათს იღებს და შესაბამისად, თბილისელებიც 10-ნი რჩებიან. ვლადიმერ კაკაშვილის კაცნაკლულმა გუნდმა, გამოცდილი მეტოქის წინაშე ოდნავ უკლო შეტევას და „ცარიელი ადგილის" შევსებას შეეცადა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში, მათ ეს კარგად გამოუვიდათ. თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყიში, მათ კარში 11-მეტრიანი დაინიშნა. თბილისელთა მეკარემ ლუკა კუტალაძე, პენალტი კი მოიგერია, თუმცა, 2 წუთში, ბოლნისელებმა ერთი ბურთი გაქვითეს. აკადემიელებმა კი, აქცენტი მწვავე კონტრშეტევებზე გააკეთეს, თუმცა, დაბოლოება აკლდათ. 85-ე წუთზე, „სიონმა" კაცნაკლულ მასპინძლებს გოლი გაუტანა. სხვათა შორის, ისვე, როგორც პირველი გოლი, ისიც ივან ფოცხვერიას ანგარიშზეა. საქმე დამატებითი დროისკენ მიდიოდა, თუმცა, დინამოელთა შეცვლამ „ითამაშა" და შეხვედრის 90-ე წუთზე, დიმიტრი ღურწკაიამ „სიონის" კარში მესამე და როგორც აღმოჩნდა მომდევნო ეტაპზე გასასვლელი გოლი გაიტანა. „დინამო თბილისი 2"-მა 3-2 გაიმარჯვა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მათი მეტოქე „დილა" იქნება.




ეროვნული ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი და თანაც, მიმდინარე სეზონში, ამ ეტაპისთვის სატურნირო ცხრილის მე-3 საფეხურზე მყოფი „სამგურალი" გათამაშებიდან, „ლოკომოტივი 2"-მა გამოთიშა. მე-4 ლიგაში მოთამაშე თბილისურმა კლუბმა, საგურამოს ბაზაზე გამართულ შეხვედრაში, ანგარიში, მე-16 წუთზე 11-მეტრიანით გახსნეს. წყალტუბოელებმა კი დარჩენი 74 წუთში ორი ლიგით დაბალ ლიგაში მოთამაშე ახალგაზრდული გუნდის წინაშე ვერაფერი განაწყეს და თასის გათამაშებას გამოეთიშნენ. ამასთან შეხვედრის ბოლოს, ისინი 10 კაცითაც დარჩნენ, ორი ყვითელი, დავით მაისაშვილს გაუწითლდა. „ლოკომოტივი 2"-მა 1-0 გაიმარჯვა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.




საქართველოს თასის გათამაშების 1/16 ფინალში, სამტრედიაში, სადაც „დინამო თბილისმა" ადგილობრივი „სამტრედია" 1-2 დაამარცხა, ჯიმი ტაბიძის დებიუტი შედგა. ტაბიძემ, დინამოელთა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, ამასთან ერთად, გუნდის კაპიტნის სამკლაურიც მოირგო და მინდორზე 57 წუთი დაჰყო. „დინამო თბილისის" მთავარ გუნდში ამ დღეს, დებიუტი ჰქონდათ აკადემიელებს, გაბრიელ სიგუას, ლუკა ლაცაბიძეს და თემურ გოგნაძეს, რომლებიც მინდორზე 74-ე წუთზე შემოვიდნენ.


ბათუმში, ანგისაზე, „მაჭახელასა" და გორის „დილას" შეხვედრაში კი, ანგარიში მე-14 წუთზე, სწორედ კლუბის დებიუტანტმა, იური ბატიუშინმა გახსნა. მეორე ტაიმში, აჭარლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა, ამის შემდეგ, არ დავაშავებთ თუ ვიტყვით, რომ „ცალკარა" თამაში გაჩაღდა. „დილამ" საბოლოოდ, 1-6 მოიგო. გოლები კი,  ვანდერსონ სილვამ, ონორე გომისმა, ცოტნე მოსიაშვილმა, ნუგზარ სპანდერაშვილმა (2) გაიტანეს.


ყველა შედეგი:

6 აგვისტო

„დინამო თბილისი 2" - „სიონი" 3 -2

„ვიტ ჯორჯია" - „ლოკომოტივი" 2 -2( P)

7 აგვისტო

„ვიტ ჯორჯია 2" - „ტორპედო" 1 -2

„მერანი" თბილისი - „სპაერი" 2 -2 (P)

„ლოკომოტივი 2"  - „სამგურალი" 1 - 0

„გარდაბანი" - „რუსთავი" 1 - 8

„გარეჯი" - „თელავი"  0 - 1

  „ვარკეთილი" - „საბურთალო 2" 2 - 0

  „ზანა" - „ცხუმი" 1 - 0

 „სამტრედია" - „დინამო თბილისი" 1 - 2

„გურია" - „კოლხეთი 1913"  1 - 0

„სამეგრელო" - „მერანი" მარტვილი 0 - 3

„შუქურა" - „გაგრა"  2 - 0

8 აგვისტო

„მაჭახელა" - „დილა"


საერთოდ აღსანიშნავია, რომ თასის გათამაშების 1/16 ეტაპზე, სათასო რბოლას, ეროვნული ლიგის „სამგურალისა" და „სიონის" გარდა, „გაგრა" გამოეთიშა.


ამრიგად მომდევნო ეტაპზე გასული გუნდების ჩამონათვალი ასეთია: ელიგიდან - „დინამო თბილისი", „დილა", „თელავი", „ტორპედო", „ლოკომოტივი"; ლიგა 2-დან: „შუქურა", მარტვილის „მერანი", „რუსთავი"; ლიგა 3-დან: „დინამო თბილისი 2", „ვარკეთილი", „გურია"; ლიგა 4-დან „ლოკომოტივი 2" და რეგიონალური ლიგის „გ" ჯგუფის წარმომადგენელი „ზანა".


1/8 ფინალის ეტაპზე ამ ჩამონათვალს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი თბილისის „საბურთალო" და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო" დაემატებიან. აღსანიშნავია, რომ თასის გათამაშების სასტარტო შეხვედრაში, ბათუმელები, „დინამო თბილისს", ბათუმში დაუპირისპირდება. 1/8 ფინალური შეხვედრები 13 და 14 სექტემბერს გაიმართება.


„დინამო თბილისი 2" - „დილა"

„ლოკომოტივი" - „შუქურა"

„თელავი" - „ლოკომოტივი 2"

„სპაერი" - „ტორპედო"

„დინამო" ბათუმი  - „დინამო თბილისი"

„ზანა" - „გურია"

„მერანი" მარტვილი - „საბურთალო"

„ვარკეთილი" - „რუსთავი"




სტატიაში გამოყენებულია სკ "ლოკომოტივის" ფოტო