ამბები რომში მიმდინარე საწყლოსნო სახეობათა ევროპის ჩემპიონატიდან
ამბები რომში მიმდინარე საწყლოსნო სახეობათა ევროპის ჩემპიონატიდან
12.08.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

იტალიაში მიმდინარე ევროპის 2022 წლის საწყლოსნი სახეობათა ჩემპიონატზე, საქართველოს წარმომადგენელმა ქვეყნის ახალი რეკორდი დაამყარა. ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლუკა კუხალაშვილმა, 100 მეტრზე თავისიფალი სტილით ცურვაში, საკვალიოფიკაციო გაცურვისას დავით აბესაძის მიერ 2021 წელს ნაჩვენები დრო 0:51.33, გააუმჯობესა და ახლა, ქართველი მოცურავეებისთვის, აღნიშნულ დისტანციაზე, საორიენტაციო დრო 0:50.90 გახდა. ინფორმაციას საქართველოს მოცურავეთა კლუბი ავრცელებს.

ამასთან,  ლუკამ პირადი შედეგიც, რომელიც ამ დისტანციაზე 0:51:49 წამს შეადგენდა, გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ კუხალაშვილმა მისთვის სარეკორდი (რომის, 50-მეტრიან აუზზე) 782 ფინას ქულაც მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი მოცურავე, რომელმაც 100-მეტრიანი დისტანცია 51 წამზე ნაკლებ დროში დაფარა მანძილი. ეს ლუკასთვის 50-მეტრიან აუზზე დაფიქსირებული საქართველოს პირველი რეკორდია, იტყობინება მითითებული წყაროს სოციალური ქსელი. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული შედეგის მიუხედავად, ქართველმა კვალიფიკაიცა ვერ გაიარა (იხილეთ ბმული).


თავის მხრივ, საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ცნობით, რომში მიმდინარე აღნიშნულ ჩემპიონატზე, მხატვრულ ცურვაში, წარმატები იასპარეზა მარიამ ალავიძემ.


ახალგაზრდა, ქართველმა სპორტსმენმა, მხარვრულ ცურვაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სენიორთა შორის,  ალავიძემ პირველ საშეჯიბრო დღეს 80.5000 ქულა დააგროვა და საუკეთესო ათეულში მოხვდა.  აღნიშნული შედეგით მარია ალავიძემ ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რომელიც 14 აგვისტოს გაიმართება (იხილეთ ბმული). აღსანიშნავია, რომ ფინალურ ეტაპზე მონაწილე სპორტსმენთა შორის მარიამი ასაკით, ყველაზე პატარაა.