
რუსთაველთა მეკარემ, ნუკრი რევიშვილმა გორში, „დილასთან" ბოლო დამატებულ წამებზე საკუთრი გუნდი მარცხისგან იხსნა. შეგახსნეებთ, რომ რუსთაველთა მეკარემ იგივეს გაკეთება ორიოდე წლის წინ, ბათუმის „დინამოსთან" შეხვედრის დროს ვერ მოახერხა და მაშინ, „დინამო თბილისი" ევროტურნირების მიღმა დარჩა. თუმცა, ახლა, წარსულზე ლაპარაკი უკვე გვიანია. იმ დროინდელი „დინამო თბილისიდან" კი ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში რევიშვილის გვერდით, რუსთაველთა რიგებს, მათე ცინცაძე და ბექა მიქელთაძე იცავენ.
გორის „დილასთან" გასვლით მატჩში მატჩშიც, სტუმართა შორის ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ მათე ცინცაძე იყო. რაც შეეხება ბექა მიქელთაძეს, ჩვენი აზრით, „დინამოდან" წასვლის შემდეგ, ის თითქოს „დაიკარგა". პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ მათე ცინცაძე, ახალ ქართულ გუნდში ყველა მატჩს სტაბილურად ატარებს. რუსთაველთა შორის კი დღეს, „დინამო თბილისდან" წასული მეორე ბექას, ქავთარაძეს და გეორგი გაბულოვს გამოვყოფდით. ნუკრი რევიშვილის გარდა, კი „დილას" კარში გოლი, რუსთაველთაგან შეცვლაზე შემოსულმა თამაზ მაქაცარიამ გაიტანა, 2-1.
ანგარიში ამ შეხვედრაში „დილამ" გახსნა. მე-10 წუთზე გიორგი ფანცულაიას გადაცემის შემდეგ, „რუსთავის" კარი ალვინ ფორტისმა აიღო. პირველ ტაიმშივე, უკვე თავად გიორგი ფანცულიას, რომელსაც „საბურთალოსთან" წაგების შემდეგ, დილელთა მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია ძირითად შემადგენლობას აღარ „ანდობდა", თავად ჰქონდა სტუმართა კარის აღების შესაძლებლობა. თუმცა, იმ მომენტში, რევიშვილმა იმარჯვა. ვერაფერს გახდა მეორე ტაიმში რუსთაველთა მეკარე 55-ე წუთზე, გორელთა რიგებში შეცვლაზე შემოსული ნოდარ ქავთარაძის წინააღმდე, რომელმაც მეორე გოლი გაიტანა 2-0 და მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე, „რუსთავი" ცაიტ-ნოტში ჩააგდო. თავის მხრივ ქავთარაძე, არც ტრავმის შემდეგ „რუსთავის" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულ ლევან გეგეჭკორს „სწაყლობდა" და რევიშვილსაც რამდენჯერმე შეუქმნა პრობლემები. თუმცა, „რუსთავმა" მობილიზება (ძნელია ეს რუსთაველთა მწვრთნელს, გაზაევს ჩაეწეროს აქტივში, რადგან საერთო ჯამში, სხვა ჩატარებული მატჩებიდან გამომდინარე გუნდმა თამაში ვერ დაალაგა და ხშირად, უფრო იღბალი სწყალობს, ვიდრე, ამას თამაშით იმსახურებს) და თამაშის გადარჩენა შესძლო, 2-2.

ამ თამაშისგან განსხვავებით, ჩვენის აზრით, მწვრთნელის დამსახურებაა ის, რომ ბოლნისის „სიონისა" და „დინამო თბილისის" მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, დინამოელებმა მეორე ტაიმში, განსხვავებული თამაში შემოგვთავაზეს. პირველ ტაიმის დასაწყისში თბილისელებს ჰქონდათ სათამაშო და ბურთის ფლობის უპირატესობა, რაც კახა კაჭარავას გაწვრთნილებმა ტაიმის მიწურულს, თითქმის დაკარგეს. პირველ ტაიმში დინამოელები, ბოლნისელთა კარსაც უტევდნენ და მიხეილ მუჯრიშვილსაც საკმაოდ მოუხდა გარჯა. თუმცა ამ ტაიმში, რეალური საგოლე მომენტი სწორედ, „დინამოს" კართან შეიქმნა. ტაიმის დასაწყიშივე, როდესაც ზვიად სიხარულიძის დარტმული ძელმა მოიგერია.
მეორე ტაიმის დასაწყისში კი, უკვე ბონლისელთა კარი იხნსა ხარიხამ, ბუდუ ზივზივაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ. ულამაზესი გოლი კი საპირისპირო კარში, სტანდარტულ სიტუაციას მოჰყვა. მატჩში ანგარიში 56-ე წუთზე გიორგი მიქაბერიძემ გახსნა და „სიონი" 1-0 დააწინაურა. მიუხედავად ამისა, „დინამო" მეორე ტაიმში დომინანტი იყო. 70-ე და 73-ე წუთებზე კი ჯერ გუჯა რუხაიამ, შემდეგ კი ნიკა ნინუამ, რომელიც კარგად ჩაეწერა დინამოელთა ძირითად შემადგენობაში, „სიონს" 2 გოლი გაუტანეს და „დინამო თბილისი" 1-2 დააწინაურეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლში, მონაწილეობა „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილმა ლევან ხარაბაძემ მიიღო. 18 წლის დინამოელი ეროვნული ლიგის მიმდინარე ჩემპიონატში ყველა შეხვედრას სტაბილურად კარგად ატარებს.

„სიონი"-„დინამო თბილისის" შეხვედრაში კი ანგარიშის გაზრდა ოთარ კიტეიშვილს და შეცვლაზე შემოსულ ნიკა ძალამიძესაც შეეძლოთ. თუმცა, ამ თამაშში მეტი გოლი აღარ გასულა. აღსანიშნავია, რომ გუჯა რუხაიამ, „დინამო თბილისის" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ტრავმის შემდეგ, კი თბილისელთა რიგებს ბაქარ ქარდავა დაუბრუნდა. ბუნებრივია, „დინამო თბილისმა" მეტად საჭირო 3 ქულა მოიპოვა. მიმდინარე ჩემპიონატს, მის დაწყებამდე, გუნდში მომხდარი ცვილებებისა და ტრავმირებული ფეხბურთელების მიუხედავად, „დინამო თბილისი" დაბალანსებული შეხვდა, თუმცა კახა კაჭარავას, კიდევ ბევრი სამუშაოა აქვს. მითუმეტეს, რომ ეროვნული ლიგის გარდა, ევროტურნირებზე მოუწევთ ასპარეზობა, რომელიც სულ უფრო ახლოვდება.
იხილეთ ფოტორეპორტაჟი
***
ევროტურნირებებამდე 2 თვით ადრე, სერიოზული საფიქრალი აქვს მოქმედ ჩემპიონს, ქუთაისის „ტორპედოს", რომელმაც ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-4 მატჩი წააგო. ამჯერად ეროვნული ლიგის მე-7 ტურში, თბილისში, „მიხეილ მესხზე", „საბურთალოსთან". ერთი, რაც „საბურთალო"-„ტორპედოს" მატჩიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ქუთაისელთა გუნდში სერიოზული კრიზისია. თუცმა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სხვა წლებისგან განსხვავებით, იმერლებს, ხელს ყოფითი პრობლემები არ უნდა უშლიდეთ, რადგან კლუბში, ამ მხრივ, სტაბილური გარემოა. „საბურთალოსთან" მატჩი, მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და თბილისელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა. გოლები, 55-ე წუთზე ბექა გვარაძემ და პირველ ტაიმში (ავტოგოლი) 38-ე წუთზე დავით ხურცილავამ გაიტანეს.
***

ძნელი სათქმელია რამდენ ხანს გასტანს თბილისის „ლოკომოტივის" კრიზისი, რომელმაც მორიგი მატჩი, ზესტაფონში, „დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე" ფოთის „კოლხეთი 1913"-თან წააგო, 3-1.
როგორც სჩანს, ბოლნისის „სიონთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ლოკომოტიველთა მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ჭაღიაშვილმა ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი შეცვალა. სათადარიგო სკამზე დასვა ნიკა ჭანტურია, რომელმაც ბოლნისელებთან მატჩში ავტოგოლი მიითვალა. სამაგიეროდ, მთელი თამაში მოედანზე გაატარებინა მეორე ჭანტურიას, რომანს, რომელმაც ერთი ტურით ადრე, „საბურთალოსთან" მატჩში ჩაჭრა საკუთარ კარში ბურთი. რომან ჭანტურიამ, ტრავმირებული ვატო არველაძე ჩაანაცლა. ტრავმირებული ირაკლი კომახიძე შეცვალა დავით უბილავამ, რომელსაც მანამდე, თავად ტრავმა აწუხებდა და თამაშების გამოტოვება მოუხდა. თუმცა, ვერც ასეთმა გადაადგილებებმა ლოკოს ხეირი ვერ მოუტანა.
მატჩის დებიუტში 11-მეტრიანით დაწინაურებულმა თბილისელებმა (გოლი, თეიმურაზ შონიამ გაიტანა), ანგარიშში უპირატესობა პირველივე ტაიმში გაუშვეს ხელიდან. საბოლოოდ კი, ეროვნული ლიგის გათამაშებაში მორიგი მარცხი იწვნიეს და სატურნირო ცხრილში, უჩვეულოდ, ბოლო ადგილზე არიან. ფოთელთაგან კი გოლები მე-16 წუთზე იაროსლავ კვასოვმა, 25-ზე გიორგი კილასონიამ და 67-ე წუთზე ილია მიხალიოვმა გაიატანეს.
ეროვნული ლიგის კიდევ ერთ მატჩში, „ჩიხურამ" ქულები დაკარგა „სამტრედიასთან", რადგან საჩხერლებს მიმდინარე ჩემპიონატში სტაბილურად მისდით თამაში და მათგან 3 ქულას უფრო ველოდით. განსხვავებით სამტრედიელებისგან, რომლებიც „ლოკომოტივის" მსგავსად, უჩვეულოდ ცხრილის ქვედა საფეხურებზე იმყოფებიან და „ტორპედოს" მსგავსად, 2 თვეში ევროტურნირებზე ელოდებათ ასპარეზე. „ჩიხურა" - „სამტრედიის" დაპირისპირება კი ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე უგოლი ფრედ, 0-0 დასრულდა.
მომდევნო მე-8 ტურის შეხვედრები, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის გათამაშებაზე, 26 და 27 აპრილს გაიმართება.
მასალაში გამოყენებიული სკ "ლოკომოტივის" ფოტო





ჩვენ








