ქართველები ევროტურნირებზე - მსაჯები და ფეხბურთელები
ქართველები ევროტურნირებზე - მსაჯები და ფეხბურთელები
12.08.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, რომ უეფა-ს 2022-2023 წლების სეზონს ქართული კლუბები გამოეთიშნენ, ევროტურნირებზე საქართველოს წარმომადგენლები მაინც აგრძელებენ მონაწილეობას. ამჯერად ქართველი მსაჯებით დავიწყებთ.

ბრიუსელში, „ანდერლეხტისა" და „პაიდეს" მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იყო. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია უწევდნენ. მეოთხე მსაჯი კი, დავით ხარიტონაშვილი იყო. 2022-2023 წლების სეზონზე, „დინამო თბილისის" გამმწარებელი „პაიდე" საპასუხო შეხვედრაშიც დიდი ანგარიშით, ამჯერად 3-0 დამარცხდა და ორი თამაშის ჯამში (5-0) გატანილი გოლების გარეშე გამოეთიშა კონფერენს ლიგას.


ბოლო წლებში, ქართული ფეხბურთისთვის და კვლავ „დინამო თბილისისთვის" ცუდად მოსაგონარი ფარერული „კლაკსვიკისა" და კოსოვოს „ბალკანის" მატჩს კი, როგორც გითხარით გოგა კიკაჩეიშვილი სჯიდა. მას ასისტენტობას დავით გაბისონია და დავით ჩიგოგიძე უწევდნენ.  ხოლო მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი იყო. ფარერის კუნძულებზე გოლები მეორე ტაიმში, მე-60 წუთის შემდეგ გავიდა.თუმცა, შეხვედრის ძირითადმა დრომ, ისევე როგორც დამატებულმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. პენაკტების სერიაში კი, კოსოვოელები უფრო იღბლიანები აღმოჩნდნენ და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.


გადამწყვეტი პენალტი გააცუდა გიორგი ჩაკვეტაძემ, თუმცა, ვლადიმირ ვაისის „სლოვანი" და ამ გუნდის სამი ქართველი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაზე, მიმდინარე სეზონზე, ევროტურნირების მიღმა მაინც არ დარჩნენ. აქ, პირეოსის „ოლიმპიაკოსთან" თამაშის მსვლელობა, რამდენჯერმე შეიცვალა. ვაისმა, 90-ე წუთზე კანკავა „დაასვენა". კაშიას გადაცემით გასული გოლის შემდეგ, მართალია „სლოვანი" საფეხბურთო ლატარეამდე მივიდა, მაგრამ საბოლოოდ, მოხლოდ, ევროპალიგის  მიღმა დარჩა.


გათამაშებას გამოეთიშა სოლომონ კვირკველიას „ნეფთჩი". ბაქოელებმა, ვენის „რაპიდთან" გასვლაზე 2-0 წააგეს, თუმცა, ბაქოში , ავსტრიელთა მიერ ერთი გატანილი გოლის წყალობით, გათამაშების მომდევნო ეტაპზე, სწორედ ისინი აგრძელებენ ასპარეზობას.


მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს ბათუმის „დინამოს" მძლეველი პოლონური „ლეხიც". ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის გუნდმა, ისლანდიის წარმოადგენელი „ვიკინგური" ორი შეხვედრის ჯამში 4-2 დაამარცხა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა. ამ შეხვედრაში, შეცვლაზე ითამაშა „კვეკვემ", წიტაიშვილი კი, მხოლოდ განაცხადში მოხვედრას დასჯერდა.


კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში გავიდა გიორგი ქვილითაიას, ბუბა დაუშვილისა და ლაშა დვალის ნიქოზიის „აპოელი". ქართველების გუნდმა, ყაზახური „კიზილჟარში", ორი შეხვედრის ჯამში (0-1)  გამოთიშა ევროტურნირებს. ყაზახურ გუნდში კი მოგეხსენებათ, ელგუჯა ლობჯანიძე (რომელმაც შეუცვლელად ითამაშა) და გიორგი ივანიაძე (მოედანზე 64-ე წუთზე გამოვიდა) თამაშობენ. რაც შეეხება „კვიპროსელ" ქართველებს, სამეულიდან განაცხადში, მხოლოდ დაუშვილი იყო, თუმცა, მასაც არ უთამაშია.


და ბოლოს, ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარმა" მოლდოვის  „პეტროკუბი" დაამარცხა ამ დღეს, 1-2  და ამასთან დუბლი, ქართველმა პირველი ტაიმის 8-წუთიან მონაკვეთში 31-ე და 39-ე წუთზებზე შეასრულმა. აღსანიშნავია, რომ ბუდუმ, ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაშიც მოახერხა გოლი გატანა. ორი შეხვედრის ჯამში, უნგრულმა კლუბმა, მარტივად (7-1) გაიმარჯვა. რაც შეეხება ჩვენებურს - საერთო ჯამში ევროტურნირების მიმდინარე გათამაშებაში, ზივზივაძის ანგარიშზე კარის ჩარჩოში, 7 დარტმაა აღრიცხული და აქედან 4 გოლია გასული. ერთიც ბუდუმ 11-მეტრიანი გაიტანა. ასე, რომ ქართველს, საკვალიფიკაციო ეტაპებზე უკვე 5 გოლი დაუგროვდა.


კონფერენს ლიგის მომდევნო თამაშები უკვე ფლეი-ოფის დატვირთვითაა და ისინი 17-18 აგვისტოსა და 23-25 აგვისტოს გაიმართება.




სტატიაში გამოყენებულია "სლოვანისა" და "ფეჰერვარის" ფოტოები