
ეკვადორში დასრულებულ IJF-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ქართული გუნდის სათვალაშვი, მხოლოდ ოთხი მედალია, ორი ვერცხლი და ორიც ბრინჯაო. ქალაქ გუაიაკილიში ეგზოტიკურ გარემოში მდებარე სასახლეში, ქართული გუნდიდან ვერცხლის მედლები გიორგი სარდალაშვილი (-60კგ) და გიორგი ტერაშვილი (-73კგ) მოგიეს. ფინალური შეხვედრები, ორივემ იაპონიის წარმომადგენლებთან დათმო. ბრინჯაოს მედლებს კი, თორნიკე მაზიაშვილი (-60კგ) და შალვა გურეშიძე (+100კგ) დაეუფლნენ.
აღსანიშნავია, რომ ქართველებს კიდევ ორი ბრინჯაოს მოგების შანსი ჰქონდათ, თუმცა, კოტე კაპანაძემ (-73კგ) და თორნიკე ფოლადაშვილს (-90კგ), თუმცა, სამწუხაროდ ჩვენებურები დამარცხდნენ და მედლის გარეშე დარჩნენ. ვაჟთა შორის ქართული გუნდი, მხოლოდ 4 წონით კატეგორიაში იყო წარმოდგენილი.
4 წონით კატეგორიაში ყვნენ წარმოდგენლი ქართველი გოგონებიც - ნინო ლოლაძე (-57კგ), ეთერ ასკილაშვილი (-63კგ), ნინო გულბანი (-70კგ) და ანი შერაზადიშვილი (+78კგ), თუმცა, ჩვენები პირველივე წრიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას. აქ, ჩვენი აზრით, უფრო ფასეული ქალთა მსგავსი რანგის ტურნირებში მონაწილეობა და გამოცდილების დაგროვებაა. ასე, რომ ქართველი გოგონების მომავალი წარმატებებისთვის იმედიანად ვართ.
ხვალ, ეკვადორში გუნდური მედლები გათამაშდება.
სტატიაში გამოყენებულია გიორგი ჭანიშვილისა და IJF-ის ფოტოები





ჩვენ








