
გამარჯობა!
შხარის ტრავერსი: 4-9 აგვისტოს თემო ქურდიანმა და მე, საკმაოდ არასტაბილურ ამინდის ტალღაზე ,,მომსხდრებმა" განვიზრახეთ ამბიციური ტრავერსი, ახალი სირთულის კომბინაციით:
1. ბექნუ ხერგიანის გზა მთავარი მწვერვალისკენ (2,200 5ბ!)
2. მარცხნისაკენ გადავატრავერსეთ შხარის ყველა 5000მ-ს ზემოთ მდგომი წვერი (ძალიან რთულ პირობებში)
და 3. დასავლეთ წვერის 5ა გზით დავეშვით
Შხარის, საქართველოს უმაღლესი მწვერვალის, ტრავერსი ევროპის ყველაზე დიდ სიმაღლეზე მდებარე ტექნიკური გამოწვევაა. ის ფაქტიურად ჰიმალაის მასშტაბის მთაა, ოღონდ საქართველოში.
Კონდიცია რთული დაგვხვდა, აგვისტოში ამდენ ყინულს არსად ველოდით. ქარი, როგორც ფილმის ისევეა ასვლის ,,საუნდტრეკი". ნისლის და ჭექა ქუხილის სეანსებიც ჩავიტარეთ. ულამაზესი ხედებიც, კი.
მთაგრეხილების ტრავერი ქართველების სპეციალიზაცია იყო (რამდენია ამაზე მოსაყოლი...) Მაგალითად, ალიოშა ჯაფარიძე, ფასის მთა - შხარის ტრავერსზე (1940წ) ამბობს, რომ ასეთი სირთულის და მასშტაბოს ასვლა ამ დრომდე არასდროს განხორციელებულაო. Ამის შემდეგ იყო შხელდა-უშბის ტრავერსი 1950 წელს და მრავალი სხვა. Ათწლეულები გავიდა, რაც ეს მიმდინარეობა შედარებით მივიწყებას მიეცა, თუმცა იყო რაღაცეები, მაგალითად უშბაზე 2015წ. Გიორგი ტეფნაძემ და მე კედლოვანი, მეექვსე კატ. ასვლის შემდეგ ტრავერსით გავიარეთ ორივე მწვერვალი, ერთი თვით ადრე ჭაუხის პირველი სრული 11 მწვერვალის ტრავერსი, სოლო...
ეს მძიმე ასვლა, სადაც ორივემ მარშრუტის 99% ვიცოცეთ და 1% ვადულფერეთ (დაშვების ტექნიკა თოკის დატვირთვით) შეფასდა 5ბ/6ა კატეგორიად (ED/ED+), დასჭირდა 5 ღამისთევა, წყვილში.
აქ იხ. თათარიახნად გაკეთებული ვიდეო, კავკასიონის მთავარი ქედით და მისი იშვიათად ხილული სილამაზით.
ტრავერსი: ალპინისტების გადასვლა მარშრუტით, რომელიც გადის მთაგრეხილის თხემზე და მოიცავს რამდენიმე მწვერვალს.
მადლობა შხარას, თქვენ და მადლობა ყოჩაღ თემოს!
სარედაქციო - ავტორის სტილი დაცულია
ფოტო: @ბერტყვი





ჩვენ








