
თბილისის სპორტული ფილმების ფესტივალი და პროექტი "სპორტფოტო" ვუსამძიმრებთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას ნინო ხურციძის გარდაცვალების გამო.
"საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ქართული საჭადრაკო ოჯახის გამორჩეული წევრის ნინო ხურციძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს.
ნინო ხურციძე - მსოფლიოს ჩემპიონი 16 და 20 წლის გოგონათა შორის. 5 საჭადრაკო ოლიმპიადის, 3 მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის, 7 ევროპის ჩემპიონატის მონაწილე. მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის მფლობელი საკუთარ დაფაზე. საქართველოს 6-გზის ჩემპიონი, მათ შორის მამაკაცთა შორის. საქართველოს თასის მფლობელი.
ნინო ხურციძისათვის ჭადრაკი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
საჭადრაკო ოჯახმა დიდი დანაკლისი განიცადა, ღირსეული წევრი დაკარგა" - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.





ჩვენ








