
ხვალიდან, 24 აპრილიდან, თბილისში, „დინამოს აკადემიაში" სტარტს აიღებს ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი 15-წლამდე ფეხბურთელთა შორის. რიგით მესამე პირველობაში, რომელიც ნელ-ნელა პოპულარობას იძენს, 2003 წელს დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობენ.
დარასელიას სახელობის ტურნირში მონაწილეობის სურვილი ამჯერად, სფფ-ს აკადემიამ, „ესპანიოლმა" (ესპანეთი), „ჯენოამ" (იტალია), „ვიტესმა" (ჰოლანდია), „სპარტაკმა" (მოსკოვი, რუსეთი) და „დინამომ" (მინსკი, ბელორუსი) გამოთქვეს. იმის გათვალისწინებით, რომ ტურნირში, მასპინძელი „დინამოს აკადემიისა" და გათამაშების შარშანდელი გამარჯვებული, კიევის „დინამოს" გუნდებიც ითამაშებენ, 2017 წლის მსგავსად, წელსაც, ტურნირზე 3 „დინამო" იქნება წარმოდგენილი.
შარშანდელისგან განსხვავებით, ვ. დარასელიას სახელობის ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს არც ერთი თურქული კლუბი. ტურნირში ახალი კლუბით იქნება წარმოდგენილი ჰოლანდიაც. „აზ ალკმაარის" ნაცვლად, რომელიც დარასელიას ტურნირის ორივე გათამაშების ფინალში იყო, ამჯერად, ჰოლანდიური ფეხბურთის ქართველ ქომაგებს „ვიტესის" ხილვა შეეძლებათ.

„ჩვენი კლუბისთვის და მისი პრეზიდენტისთვის, სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, ახალგაზრდული სექტორის განვითრება. სწორედ ასეთი ტურნირები უწყობს ხელს, ბავშვთა ფეხბურთისა და „დინამოს აკადემიის" აღსაზრდელთა განვითრებას. ტურნირის მთავარი მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, იმ ტალანტი ფეხბურთელების აღმოჩენა და დაოსტატება, რომლებიც მომავალში დიდ ფეხბურთში გაიკავალვენ გზას", - ამბობს ლევან გვანცელაძე, „დიანმოს აკადემიის" დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ ვიტალი დარასელიას ხსნოვნის ტურნირზე, რომელიც 3 წლის წინ დაიწყო, პირველი ფინალური მატჩი „ალკმაარის" წინააღმდე, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი კუციამ, ნიკა ნინუამ, ლევან ხარაბაძემ, დემეტრე ბულისკერიამ, თაზო ბაბუნაძემ, ზუკა დავითაშვილმა და იმ ფეხბურთელებმა ითამაშეს, რომლებმაც 2017 წლის ეროვნულ ლიგაზე ჯერ „დინამო თბილისის" ძირითად გუნდში ამოინაცვლეს, ახლა კი „დინამო თბილისის" გარდა სხვა კლუბებშიც თამაშობენ. დარასელიას ტურნირის მეორე გათამაშებამ საზოგადოებას კიდევ ერთი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია წარუდგინა. ამ თაობიდან ერთ-ერთი გიორგი ჩაკვეტაძე, ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელ ვლდაიმირ ვაისი, კი მასზე უკვე, გარკევულ გაანგარიშებებს აკეთებს.


სწორედ ბელგიური „გენტი" არის ის კლუბი, სადაც ახლა გიორგი ჩაკვეტაძე ასპარეზობს და რომლის 15-წლამდელთა გუნდს, ვ. დარასელიას ტურნირში მონაწილეობა სურდა, თუმცა „გენტის" თბილისში ჩამოსვლა სამომავლოდ გადაიდო.
„ტურნირისთვის მზადება ნახევარი წლით ადრე დავიწყეთ. ყველაზე რთული, მონაწილე გუნდების შერჩევა იყო. გასათვალისწინებელი იყო, რომ დარასელიას ტურნირში მონაწილე ყველა გუნდი, ადგილობრივ ასაკობრივ ჩემპიონატებში მონაწილეობს. ამას გარდა, არის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პრობლემები. საბოლოო ჯამში შეირჩა ის გუნდები, ვისაც ჩვენი ტურნირის თარიღები აძლევდა მასში მონაწილეობის საშუალებას. უნდა გითხრათ, ისიც, რომ ტურნირი უკვე იმდენად პოპულარული გახდა, რომ მასში მონაწილეობაზე განაცხადიც კი გააკეთა ბელგიურმა „გენტმა", რომლისთვისაც საბოლოოდ ამ ტურნირზე ადგილი არ გამოინახა. იყო „იუვენტუსიც", თუმცა, ამ გუნდების მონაწილეობამ ვ. დარასელიას ტურნირში სამომავლოდ გადაიწია. ისევე, როგორც მადრიდის „რეალისან", - ამბობს არჩილ კეკელია, ვ. დარასელიას სახელობის ტურნირის მენეჯერი.

ვ. დარასელიას ტურნირის 2018 წლის გათამაშებისთვის კი 8 გუნდი, ტრადიციულად 2 ქვეჯგუფში გადანაწილებული. ორგანიზატორებმა ისინი, „ბრმა პრინციპით" განთესეს და მხოლოდ, ერთადერთი გამონაკლისი დაუშვებს, ქართული კლუბები „დინამო თბილისი" და სფფ-ს აკადემია, სხვადასხვა ჯგუფში გადაანაწილეს. ასპარეზობა 24 აპრილს დილის 11 საათიდან დაიწყება და პირველად, ტურნირში, „ბ" ჯგუფი ჩაერთვება. ამ ჯგუფში სფფ-ს, კიევის „დინამოს", მოსკოვის „სპარტაკისა" და „ესპანიოლის" გუნდები მოხვდნენ. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას, სახელობის პირველ მატჩში, სფფ-ს აკადემია შეხვდება „ესპანიოლს".
„ა" ჯგუფი კი თამაშებს 16:00-დან დაწიყებს. პირველად, „ვიტესი" და „ჯენოა" დაუპირისპორდებიან ერთმანეთს. ამ მატჩის დასრულების შემდეგ კი, ვ. დარასელიას ტურნირის ოფიციალური გახსნა გაიმართება. უკვე, დღის ბოლოს, ასპარეზობაში „დინამო თბილისის" 15-წლამდელთა გუნდი ჩაერთვება. სასტარტო მატჩში, ისინი, მინსკის „დინამოს" დაუპირისპრდებიან.
ტურნირის დებულების თანახმად, ჯგუფებში საუკეთესო 2-2 გუნდი ½ გააგრძელებს ასპარეზობას. დანარჩენი გუნდები 5-6 და 7-8 ადგილებისთვის შეხვდებიან ერთმანეთს. ტურნირის რეგლამენტის შესაბამისად, ფინალური მატჩი, რომელიც 29 აპრილს, „დინამო არენაზე" გაიმართება, გუნდები 40 წუთიან ტაიმებს ითამაშებენ. დანარჩენ შეხვედრებში, ტაიმების ხანგრძლივობა 35-35 წუთი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ვ დარასელიას სახელობის ტურნირის პირველი გამარჯვებული ჰოლანდიური „ალკმაარი" იყო. მეორე ტურნირში კი კიევის „დინამომ" იმარჯვა. „დინამო თბილისი", ვ. დარასელიას რიგით მესამე გათამაშებაში ვახო იაგორაშილის გუნდით იქნება წარმოდგენილი.






ჩვენ








