
ორი ტურის შემდეგ, სერია A-ში, ხვიჩა კვარახელიას ანგარიშზე უკვე სამი გოლი და მათ შორის ნეაპოლში, „დიეგო არმანდოზე" შესრულებული სადებიუტო დუბლია. ამ დუბლიდან კი, პირველი იყო გოლი, რომელიც იტალიის თუ არა, ქართული გოლების წლის შემაჯამებელ ნუსხაში აუცილებლად მოხვდება.
ბუნებრივია, ორი ტური ჯერ მხოლოდ დასაწყისია და კვარას ბევრი აქვს სათქმელიც და დასამტკიცებელიც, თუმცა, იმ გარემოებას, რომ შენი ქვეყნის და ქართული ფეხბურთს ჯერ კიდევ ამომავალ ვარსკვლავზე ცნობილი გამოცემები იწყებენ ლაპარაკს, უკვე ბევრის მთქმელია.
CORRIERE DELLO SPORT: „ვინც ამ ორ ტურში „ნაპოლის" თამაში ნახა, მიხვდა, რომ „აძურიში" ფენომენი მოვიდა. ხვიჩა კვარაცხელია, 21 წლის ქართველი ტალანტია და ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ ტოპფეხბურთელი გახდეს".
GAZZETTA DELLO SPORT: „ქართველის წარმოუდგენელი სტარტი. სამი გოლი ორ თამაშში - თავით, მარჯვენა და მარცხენა ფეხებით. ნამდვილად სრულყოფილი .
TUTTOSPORT: ნაპოლი" ოცნებობს „მარადონას" ახალი კერპისა და მატჩის ვარსკვლავის, კვარაცხელიას ჯადოქრობებით. ქართველის შესანიშნავი დუბლი, რომელმაც ახალი პუბლიკის წინაშე პირველივე მატჩში აჩვენა ხასიათი და ოსიმენთან ჩინებული ჰარმონია. სპალეტის შეუძლია გაიღიმოს ორი ტურისა და ორი გამარჯვების შემდეგ, რადგან სკამზე ნდომბელე, რასპადორი და სიმეონეც ჰყავს", - წერია -ის ვებგვერდზე.
CALCIOMERCATO: „ის „სტადიო მარადონას" ახალი კერპია და მასთან ერთად ყველა ოცნება ლეგიტიმურია".
ბუნებრივია, კვარაცხელიაზე საუბარს თავი არც ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ აარიდა. „მარკა", რომელმაც კვარაცხელიას „გემო", თბილისში, სწორედ ესპანეთის თამაშის დროს გაუსინჯა, სტატიას სწორედ ხვიჩა კვარაცხელიაზე თხრობით იწყებს და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ქართველი „დიეგო მარადონაზე" „ტიფოზების" თვალში კიდევ უფრო ამაღლდა.
„..ტრიბუნების ბატონ-პატრონი დღეს სხვა იყო. ამ დღეს, ყურადღების ცენტრში იყო ის, ვინც თავისი დრიბლინგითა და შორეული დარტყმებით გულშემატკივარი სკამებიდან წამოყარა. ის, რომელმაც ქილას თავი მოხსნა და 61-ზე თავისი ცუდი ფეხით დაარტყა. კვარაცხელია, რომელიც „ნეაპოლში" დიდებულად ჩაეწერა და ეს მან აქ, დასარჩენად გააკეთა... ამ ზაფხულს, „აძური" სამ ისტორიულ ფეხბურთელს დაემშვიდობა, თუმცა კვარაცხელიამ სულ რაღაც ორ თამაშში მოახერხა შეუძლებელი. უკვე აღარავინ ლაპარაკობს კულიბალიზე, ინსინიესა და მერტენსიზე. ქართველი ნეაპოლელთა ახალი კერპია", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლიმ" „მონცას" უმასპინძლა. „სტადიო მარადონაზე" კი, ქართველის დებიუტი შედგა. ხვიჩამ ამ შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე ულამაზესი გოლით გახსნა. 62-ე წუთზე კი, დუბლიც გაიფორმა. ახლა ორი ტურის შემდეგ, კვარაცხელიას ანგარიშზე უკვე 3 გოლია და ის, ჯერ-ჯერობით ბომბარდირთა სიის სათავეშია.





ჩვენ








