ირაკლი ახვლედიანი პორტუგალიის საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულია

23.08.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
პორტუგალიის 2021-2022 წლების სეზონის საერთაშორისო ტურნირების სერიის გამარჯვებული, ფიდე-ს ოსტატი ირაკლი ახვლედიანი გახდა. ბათუმელმა მოჭადრაკემ 220 ქულით აღნიშნული ტურნირის მოგება მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს წარმომადგენლმა დასრულებულ სერიაში, საერთო ჯამში სამ ტურნირზე იასპარეზა: Guimarães Open-ზე მე-9, ხოლო Maia International Tournament -ზე მე-2 ადგილი დაიკავა. გადამწყვეტ, მესამე შეჯიბრში, ახვლედიანმა მოახერხა ქულების იმ რაოდენობის დაგროვება, რითაც უშუალო კონკურენტს, ტურნირის მასპინძელ ხოსე ფრანისკო ვეიგას 20 ქულით დაგაუსწყო.
საერთო ჯამში, პორტუგალიის 2021-2022 წლების სეზონის საერთაშორისო ტურნირების სერიაში 911 მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.





ჩვენ








