
თბილისში, დღეს გამართულ შეხვედრაში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფის პირველ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა, ნიდერლანდებს უმასპინძლა და 77-66 დაამარცხა, თუმცა, ამ შეხევდრაში საქართველოს ნაკრებმა გუნდის კაპიტანი დაკარგა. თორნიკე შენგელიას, რომელსაც პარკეტზე 21 წუთი ჰქონდა გატარებილი და 20 ქულა დაგროვებული, ქართველთა გუნდიდან ყველაზე აქტიური იყო. კაპიტანი, რომელმაც მესამე პერიოდის დასაწყისში გარდამტეხი როლი იკისრა თამაშის სადავეების საბოლოოდ ხელში ასაღებად, დაცვიდან, სწრაფი შეტევის დროს, როდესაც ანგარიში 49-35 იყო, თორნიკე შენგელია, გიორგი ცინცაძის გადაცემის შემდეგ მორიგ „ჩატენვაზე" მიდიოდა, როდესაც, მეტოქის დახმარებით შენგელია დაეცა და ტრავმა მიიღო. სამწუხაროდ, სერიოზული.
კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, თორნიკე შენგელიას მხრის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. თოკოს ტრავმის სიმძიმზე, რომელიც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, ჩვენ ვებ-გვერდს ოჯახმაც დაუდასტურა. ოჯახის ინფორმაციითვე, თორნიკე შენგელია გუნდთან ერთად ხვალ გამთენიისას იტალიაში გადაფრინდება, სადაც გუნდი მორიგი მატჩისთვის სათამაშოდ მოემზადება, კაპიტანს კი, ლავიწის მოტეხილობაზე ოპერაცია ჩაიტარდება. დიდი ალბათობით, ტრავმის გამო შენგელიას მინიმუმ 3-4 თვე გაუცდება. ეს კი, ნიშნავს, რომ კაპიტანი, ევრობასკეტზე ვერ ითამაშებს, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ ის სათადარიგოთა სკამზე გუნდის გვერდით იქნება.
„კი მოვიგეთ, მაგრამ არ გვეზეიმება. კაპიტანმა და გუნდის ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო, რაც უდიდესი დანაკლისია. ღმერთმა ქნას, მისი ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდეს და თორნიკე მალე დაუბრუნდეს მოედანს. თორნიკეს არყოფნას, რა თქმა უნდა, ვერ ავანაზღაურებთ, თუმცა აუცილებლად ვიპოვით გზას, რათა კონკურენტუნარიანები ვიყოთ და შედეგის მისაღწევად ვიბრძოლოთ"., - ეს არის ზუროსის კომენტარი მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე, რომელზეც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მედიასთან გამოსული გოგა ბითაძე, საკმაოდ შეფიქრიანებულნი და დამწუხრებულნი იყვნენ.





ჩვენ








