
საქართველოს ნაკრები იტალიაში ჩავიდა. ილიას ზუროსის გუნდი, 27 აგვისტოს, ბრეშაში, იტალიის ნაკრებს მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაცი მატჩში დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრებთან ერთად ბერგამომდე იმგზავრა, თუმცა, თამაშის დროს, გუშინ მიღებული ტრავმის გამო, გუნდს ვერ დაეხმარება თორნიკე შენგელია.
კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ტრავმირებულმა კაპიტანმა, ტრავმირებულმა გუნდთან ერთად ბერგამომდე იმგზავრა. ამის შემდეგ კი, თორნიკე შენგელია ბოლონიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას. ჩვენი გვერდის ინფორმაციით, ექიმი, რომელმაც თორნიკეს იტალიაში ოპერაცია უნდა გაუკეთოს, ბოლონიაში, კვირის ბოლოს ჩადის. თუმცა, მანამდე, ქართველ კალათბურთელს, შესაბამისი კვლევები ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ გუშინ, ნიდერლანდებთან მატჩის დროს ლავიწის ძვალი დაიზიანა. ქართველი მედიკების დასკვნით, შენგელიას ტრავმა სერიოზულია და მას სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის მინიმუმ 4 თვე დასჭირდება. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენმა გუნდმა ის შეხვედრა 77-66 მოიგო.
კალათბურთის ფედერაციის ფოტო





ჩვენ








