ვიტალი დარასელიას ტურნირი „დინამო თბილისმა“ გამარჯვებით დაიწყო
ვიტალი დარასელიას ტურნირი „დინამო თბილისმა“ გამარჯვებით დაიწყო
24.04.2018
ავტორი:

ვიტალი დარასელიას ტურნირის რიგით მე-3 გათამაშება 24 აპრილს, „ბ" ჯგუფის" შეხვედრებით გაიხსნა. „დინამოს აკადემიის" ხელოვნურსაფარიან მოედანზე პირველად ერთმანეთს სფფ-ს აკადემიისა და „ესპანიოლის" ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ ესპანელებს არ გასჭირვებით  ტურნირის სასტარტო მატჩში ქართული გუნდის დამარცხება, 0-2. თავის მხრივ, უნდა ითქვას, რომ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა სფფ-ს აკადემიასაც, რომლებიც ახლა ქვეყნის 15-წლამდე ნაკრებთან ერთად ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე იმყოფებიან.

კონკრეტულ შეხვედრაში კი, „ესპანიოლი" ფლობდა სათამაშო უპირატესობას. თუმცა, მეორე ტაიმში არც სფფ-ს გუნდმა დააკლო მონდომება და ესპანელთა შეტევებს, სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა. მიუხედავად ამის, თითო ტაიმში მე-11 წუთზე  პოლ მოლინისა და 54-ე წუთზე პოლ ფელისესმა გაიტანილი გოლების წყალობით, „ვ. დარასელიას ტურნირის" სასტარტო მატჩი ესპანელებმა მოიგეს.

კარგი შთაბეჭდილება დატოვა მოსკოვის „სპარტაკმა". ქართული ტურნირის სასტარტო მატჩში მოსკოველებმა, „ვ. დარასელიას ტურნირის" შარშანდელი გამარჯვებული კიევის „დინამო" დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხეს. ამ ორი კლუბის ისტორიული დაპირისპირებიდან გამომდინარე, მატჩი პრინციპულ ხასიათს ატარებდა. მომენტები მატჩის მსვლელობისას ორივე გუნდს ჰქონდა. თუმცა, ამჯერად, „ლობანოვსკის ტაქტიკას" „ბესკოვისამ" აჯობა და „სპარტაკმა" ნელ-ნელა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. 28-ე წუთზე კი მაქსიმ ერმაკოვმა ანგარიში გახსნა, 1-0. მეორე ნახევრის დებიუტში მეორე გოლი გაიტანა მიხაილ პილიპენკომ 2-0. ამას, მართალია დინამოელების გააქტიურება მოჰყვა, თუმცა ამ დღეს, სპარტაკელთა წინააღმდეგ, კიეველებმა ვერაფერი გააწყვეს. მატჩის მიწურულს კი მესამე გოლი გაუშვეს და საბოლოო ჯამში 3-0 წააგეს. ბოლო გოლის ავტორი არგამ საფარიანი გახდა.

ამ სატურნირო დღის შემდეგ, „ბ" ჯგუფში გათამაშებას „სპარტაკი" ჩაუდგა სათავეში. არანაკლებ საინტერესო იყო, შეხვედრები „ა" ჯგუფშიც, რომლებიც „დინამოს აკადემიაში" 16 საათიდან დაიწყო. ჯგუფში, სადაც „დინამო თბილისი" ასპარეზობს, მინსკის „დინამო", „ვიტესი" და „ჯენუა" თამაშობენ.

ჯგუფის პირველ შეხვედრაში, სწორედ „ვიტესისა" და „ჯენუას" ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. იტალიელებმა,  მატჩს სტარტზევე მათთვის შესაფერისი „ცეცხლი" დაანთეს და შეხვედრის დებიუტშივე მოახერხეს ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე გოლის გატანაც. მე-5 წუთზე ანგარიში პიეტრო ვასალომ გახსნა, 1-0. შემდეგ კი ტომაზო ბაშეროტიმ ანგარიში ორამდე გაზრადა, 2-0. ჰოლანდიელებმა, მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხეს გონზე მოსვლა და ტაიმის მიწურულს ერთი ბურთის გაქვითვაც შესძლეს. გოლი, მელვინ ესაიასმა გაიტანა 2-1. თუმცა, ამ ტაიმშიც და შემდგომშიც, ეს „ვიტესის" მიერ გატანილი ერთადერთი გოლი იყო. იტალიელმა ტომაზო ბაშეროტიმ კი ამ დღეს დუბლი გაიფორმა და „ჯენოას" ანგარიშზე მე-3 გოლი ჩაწერ.  3-1, ეს კი მატჩის საბოლოო შედეგია.

გამარჯვებით დაიწყო „ვ. დარასელიას ტურნირზე" ასპარეზობა „დინამო თბილისმაც". საკმაოდ მაღალ ტემპში და სანახაობრივი თამაში, მინსკის „დინამოსთან", თბილისელთა უპირატესობით წარიმართა. ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდები მინსკელთა კარს ბევრს უტევდნენ და ალბათ, რომ არა მინსკელთა მეკარის თვგანწირვა, ამ შეხვედრაში ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა. თუმცა, ტიმოფეი იურასოვმა 50-ე წუთზე ვარაფერი განაწყო ზუარ სიჭინავას 11-მეტრიანის წინააღმდეგ 1-0, რომელსაც სამიოდე წუთში გიორგი ჩხეტიანის გოლი მოჰყვა 2-0. მართალია, იმდენჯერ არა, რამდენჯერაც გარჯა მინსკელთა კარის მცველს მოუხდა, მაგრამ რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ, თბილისელთა კარი ლუკა ხარშილაძემაც იხსნა. თუმცა, ქართველმა მეკარემ, მინსკელი კოლეგისგან განსხვავებით, კარის მშრალად შენახვა მოახერხა. „დინამო თბილისმა" კი პირველი საასპარეზო დღის შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა.

დღესვე, „დინამოს აკადემიაში" ვიტალი დარასელიას ტურნირის საზეიმო გახსნა შედგა. ცერემონიას, სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის ოჯახის წევრები, „დინამო თბილისის" ვეტერანები, სფფ-ს პრეზიდეტნი, თბილისის მერიის სპორტის სამსახურისა და სკ „დინამო თბილისის" ხელმძღავნელები ესწრებოდნენ. მონაწილე გუნდებთან ერთად, ცერემონიაში „დინამო თბილისის" აკადემიის აღსაზრდელები და მარტვილის დინამოს აკადემიის ნორჩი ფეხბურთელებიც მონაწილეობდნენ. თამაშებს, კი მთელი დღის მანძილზე „დინამო თბილისის" მთავარი გუნდისა და საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბები აკვირდებოდნენ.